ლუარსაბ II – „ეპიზოდი”
„ – შაჰი მოვიდა და დადგა ჩვენი სამშობლოს შუაგულში და მთხოვს მშვიდობის ჩამოგდებას. უკეთუ არ მივუვალ, მთელს ქვეყანას იავარჰყოფს, ააოხრებს და წაბილწავს, ეკლესიებს დაანგრევს, ქართველობას ამოხოცავს და ტყვედ წაიყვანს, და ყოველივე ამის მიზეზი ვიქნები მე. სინდისდამძიმებულ ცხოვრებას, ამ ხანმოკლე საწუთროში, და ამდენი ხალხის ცოდვის ტვირთვას უმჯობესია ვეახლო შაჰს და ვიხსნა მთელი ქვეყანა, რამეთუ ჩემის მიზეზით ჩემი სამეფო არ აოხრდეს. ღვთის იმედით პირდაპირ წავალ მასთან, ხოლო იქ რაც მომელის, სიკვდილი თუ სიცოცხლე, იყოს ნება კურთხეულ უფლისა!” – ქართლის ახალგაზრდა მეფემ – ლუარსაბ მეორემ – 1614 წელს წარმოთქმული ამ დიდებული სიტყვით გამოუტანა საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანას მართლაც რომ ღირსეული და საპატიო განაჩენი. – (ავტორი გენია.ჯი)