ვასილი სუხომლინსკი წერდა…

„აღსაზრდელებმა თავიანთ მასწავლებელთან ერთად უნდა განვლონ ისტორია, უწინარეს ყოვლისა, ადამიანის სულის ისტორიის მეშვეობით, რათა ბავშვებმა პედაგოგთან ერთად აშენონ უძველესი პირამიდები, შევიდნენ რომის გამოქვაბულში პირველ ქრისტიანებთან ერთად და ყური მიაპყრონ ძალადობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მებრძოლთა მრისხანე სიტყვებს. სასურველია, მოზარდები მასწავლებელთან ერთად ჭვრეტდნენ ცის გუმბათს ბაბილონის ობსერვატორიის მოედნიდან, მათთან და ქურუმებთან – ძველი სამყაროს ამ პირველ მეცნიერებთან – ერთად იფიქრონ სამყაროს არსზე. მათ ამ დროს ერთად უნდა ეცვათ განწირული და მეცნიერებისათვის წამებული ჯორდანო ბრუნოს გაცრეცილი სამოსი, ჯორდანო ბრუნოსი, რომელიც ღმერთის სახელით დაწვეს. და გალილეისთან ერთად წარმოთქვან: „ის მაინც ბრუნავს!”

სწორედ ასეთი მეთოდით ძალუძს ადამიანს გაიგოს და გაისიგრძეგანოს, თუ რა არის კულტურა, მეცნიერება და თავისუფალი აზროვნება…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>