დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ამერიკელი მწერალი ქალის – ჰარიეტ ბიჩერ სტოუს მიერ 1851-1852 წლებში გამოქვეყნებულმა რომანმა – „ბიძია თომას ქოხი”, რომელიც მოგვიანებით XIX საუკუნის ყველაზე გაყიდვად წიგნად იქცა, სამხრეთელებში (მონობის გაუქმების მოწინააღმდეგეებში) უდიდესი კრიტიკა დაიმსახურა. მას ბრალი დასდეს ფაქტების ფალსიფიკაციასა და ცილისწამებაში. სამხრეთელთა მსგავსად, წიგნის ავტორი სასტიკად გააკრიტიკა პრესამაც, რომელმაც მიიჩნია, რომ ჰარიეტმა თავისი ლიტერატურული ნაწარმოების გამოქვეყნებით საერთაშორისო ასპარეზზე შეარცხვინა – ამერიკის შეერთებული შტატები. დიდი საზოგადოებრივი წნეხის გამო ქალაქის იძულებით დატოვება მოუხდა ალაბამელ წიგნებით მოვაჭრესაც, ვის მაღაზიაშიც ჩაეშვა გაყიდვაში პირველად სტოუს რომანი. გარდა კრიტიკისა, მწერალი ქალი საშინელი მუქარის მსხვერპლიც გახდა. ერთ დღეს ჰარიეტის სახელზე გაგზავნილ მცირე ზომის ამანათში ადრესატმა ისეთი რამ აღმოაჩინა, რომელმაც „ბიძია თომას ქოხის” ავტორი შოკშიც კი ჩააგდო. დაასახელეთ, რა იყო ჩადებული ბიჩერ სტოუსადმი გაგზავნილ ზემოაღნიშნულ ამანათში ისეთი, რამაც იგი უკიდურესად შეაშინა და გააოგნა?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * * * * *
პასუხი: შავკანიანი ადამიანის მოჭრილი ყური