„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ზღვის ცხოველები დიდი იმიტომ იზრდებიან, რომ ერთმანეთს ჭამენ. ცხოვრებაშიც ასეა. ადამიანებიც ერთმანეთს ჭამენ, ერთმანეთის ხარჯზე სუქდებიან, მდიდრდებიან და ჭკვიანდებიან”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არ არსებობს დიდი და პატარა სადღეგრძელოები; არსებობენ დიდი და პატარა სასმისები და მსმელები”.

* * *

„იმ ჭეშმარიტებას, იმ მტანჯველ აზრს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება კვამლივით გაქრე, რთული შესარიგებელია და აუტანელ ტკივილს იწვევს”.

* * *

„მაგ რომ ვიცოდე, როდის უნდა გავჩერდე და როდის უნდა ვილაპარაკო, რაღა მიჭირს…”

* * *

„კაცმა შემთხვევა არასოდეს ხელიდან არ უნდა გაუშვა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადვილი რა არის ამ ქვეყანაზე?!. – არაფერი…”

* * *

„ზამთარში მიხაკს ვარდის ფასი აქვს”.

* * *

„ზოგს დღემდე ჰგონიათ, დიდი ტანის ადამიანებს ეშმაკობა აკლიაო. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ხშირად მხოლოდ ზღაპრებშია პატარა ტანის კაცი მოხერხებული და ღვთისპირიდან გავარდნილი, დიდი კი ბოთე”.

* * *

„ყველაფერი დროზე ჯობია…”

* * *

„რაც მოსახდენია ისედაც მოხდება. ბედისწერას სად წაუხვალ კაცი?!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება