ეშაფოტი – „ეპიზოდი”
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში, საფრანგეთში ადამიანების სიკვდილის დასჯის საჯარო პროცესი ერთგვარ დღესასწაულად აღიქმებოდა. არა, ფრანგი ხალხი არასოდეს ყოფილა სისხლისმსხმელი და სისხლისღვრის მოყვარული. უბრალოდ, ფრანგები უკიდურესი კანონმორჩილებით გამოირჩეოდნენ იმთავიდან. (ავტორი გენია.ჯი) დააკავებდნენ ადამიანს, დაუმტკიცებდნენ ბრალს და ხალხში ფეხს იკიდებდა საზეიმო განწყობილება, რადგან სამართალმა პური ჭამა და აღსრულდა მართლმსაჯულება. თავდაპირველად საფრანგეთში სიკვდილმისჯილებს ეშაფოტზე ასალმებდნენ საჯაროდ წუთისოფელს, თუმცა დადგა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ უარი თქვა ეშაფოტის აღმართვაზე და სიკვდილმისჯილების სიკვდილით დასჯა ყოველგვარი ეშაფოტის გარეშე დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, ეშაფოტი მაღალი კონსტრუქციის მქონე პლატფორმა გახლავთ, რაც თავის მხრივ, საშუალებას აძლევდა ხალხს კარგად ედევნებინა თვალი სიკვდილით დასჯის საშინელი პროცესისთვის. ხელისუფლების „უგუნურმა” გადაწყვეტილებამ კი ფართო მასებს ამით „ტკბობის” საშუალება მოუსპო, რადგან სიკვდილით დასჯას მხოლოდ ისღა ადევნებდა თვალს კარგად, ვინაც ბრბოს წინა რიგებში იმყოფებოდა. შედეგად, აღნიშნულმა ფაქტმა ფრანგ ხალხში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სკანდალში აქტიურად ჩაერთო ფრანგული პრესაც. მან მთავრობას შემდეგი სახის მოწოდება გაუგზავნა: „შეწყვიტეთ ჩვენი ღორებივით კვლა. დააბრუნეთ ეშაფოტი!” – სკანდალმა იმდენად მძაფრი სახე მიიღო, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა ეშაფოტი კვლავაც დაებრუნებინა ხმარებაში. – (ავტორი გენია.ჯი)