ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეპიზოდი”

მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი მწერლის, გენიალური ფრანგი ლიტერატორის – ვიქტორ-მარი ჰიუგოს (1802-1885 წლები) შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრანგულ ლიტერატურაში რომანტიზმის მამამთავრად წოდებულმა – ფრანსუა რენე დე შატობრიანმა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც განაცხადა 14 წლის ასაკში მყოფმა ჰიუგომ თავისი კუმირი მწერლის შესახებ – „ან ვიქნები შატობრიანი, ან არავინო”. თუმცა იგი აღმოჩნდა ის ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი, რომელმაც მისდაუნებურად, საკუთარი დიდების ჩრდილში მოქაცია კუმირი ლიტერატორი.

ლიტერატურულ ასპარეზზე პირველ წარმატებას ყმაწვილმა ჰიუგომ 15 წლის ასაკში მიაღწია. 29 წლის ახალგაზრდას კი უკვე დაწერილი ჰქონდა ისეთი შედევრი ქმნილება, როგორიც გახლავთ – „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”. პირველი ისტორიული ნაწარმოები ფრანგულ ენაზე. მიუხედავად ამისა, ვიქტორის შემოქმედებას მაინც ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. მათ შორის ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა ცნობილი ფრანგი მწერალი და კრიტიკოსი – ანდრე ჟიდი. მაგრამ, როდესაც ერთხელ მას ჰკითხეს, თუ ვინ იყო საუკეთესო ფრანგი მწერალი ფრანგული ლიტერატორი ისტორიაშიო, მისგან მეტად მრავლისმეტყველი პასუხი მიიღეს: „ – სამწუხაროდ, ვიქტორ ჰიუგო!”

სიცოცხლის უკანასკნელი წლები დიდმა მწერალმა პარიზში გაატარა. იმ ქუჩას, სადაც იგი ცხოვრობდა, სახელი შეუცვალეს და მისივე სიცოცხლეში უწოდეს ვიქტორ-მარი ჰიუგოს ქუჩა. და როდესაც ვინმეს ფოსტით წერილს გაუგზავნიდა ხოლმე, თავის მისამართს საფოსტო ბარათზე ასე აწერდა: „მესიე ვიქტორ ჰიუგო, მისივე სახელობის ავენიუ პარიზში”. რამდენიმე ბიოგრაფი იმასაც კი ამტკიცებს, რომ „ფრანგული ლიტერატურის მზედ” წოდებულ მწერალს სურდა, მისი გარდაცვალების შემდგომ პარიზისათვის სახელი შეეცვალათ და მისთვის – „ჰიუგო” ეწოდებინათო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიქტორი არ იყო თავმდაბალი კაცი და დიდი სიამაყითაც გამოირჩეოდა, სულაც არ არის გამორიცხული ასეთი ნანინანატრი სურვილი ჰქონოდა მას.

„ყველას გთხოვთ, ილოცეთ ჩემი სულისთვის! მე მწამს – ღმერთი!” – ეს უკანასკნელი სიტყვებია ჰიუგოს ანდერძიდან. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>