გურამ დოჩანაშვილი – „ყველა რომ ჩემნაირი იყოს…”
„ყველა რომ ჩემნაირი იყოს, ერთი ის ვიცი, ომი არ იქნებოდა, არ გამოიგონებოდა არავითარი ჯანდაბა და დოზანა, არ იქნებოდა ჯა-შუ-შო-ბა, ავად თვალ-თვა-ლი, ქურდობა და მკვლელობა, სამშობლო ყველას გვეყვარებოდა და სხვის სამშობლოსაც პატივს ვცემდით იქნებოდა, და სასმელ-საჭმელიც ოხრად გვექნებოდა, რადგან თუ მოვინდომე, მუშაობაც კარგი შემიძლია… დავსხდებოდით მერე, საღამოხანს, დანაყრებულნი და კეთილები, სადმე ტყის პირას, კოცონთან, და ნება-ნება მოვყვებოდით ტყუილ-მართალს”. – (ავტორი გენია.ჯი)