„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ფიქრი რისი ფიქრია, ყველაფერს თუ არ გადასწვდა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შენი ენა შენივ მახვილად აქციოო უნდა, უთქვამთ ბრძენებსა”.
* * *
„მე ისეთი სიმშვიდე მიყვარს, თავდავიწყება რომ მოაქვს”.
* * *
„რა ძნელია, კაცი მარტო რომ რჩება!”
* * *
„ასეა, ბარბაცებს ხანდახან მიწა… ისე კი, ტრიალებს… ჰო, ბრუნავს, ბრუნავს… უცნაურია, არა? – ის, რაც ყველაზე მყარად, ყველაზე საიმედოდ დგას, თურმე ბრუნავს და ბრუნავს, ჰეე…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა დათოვლილ მიწას და ხეებს ვუყურებ, სიმშვიდეს ვგრძნობ. დიდი სიმშვიდეა თოვლში, უზარმაზარი…”
* * *
„სიტყვა ყველაფრის თავი და თავი რომაა, მოგვიანებით მიხვდებით თქვენ, ადამიანები, ამას”.
* * *
„ადამიანი ყოველთვის საკუთარი ოცნების ტყვე ხდება”.
* * *
„ჩანს, ცხოვრებას უყვარს პარადოქსები…” – (ავტორი გენია.ჯი)