მარკ ტვენი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერლის – მარკ ტვენის მიერ დაწერილი ნაწარმოებების ყველაზე ხშირ და მკაცრ ცენზორს, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მისი საყვარელი მეუღლე – ოლივია ლენგდონი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მისის ტვენი, სახელოვანი ქმრის ლიტერატურულ ქმნილებებს სრულ რედაქტირებას უწევდა, რა დროსაც ნაწარმოებებიდან იღებდა იმ სიტყვებს, რომელთაც ის ლიტერატურული ქმნილებისათვის შეუფერებლად და მიზანშეუწონლად მიიჩნევდა (მაგალითად – უხამს სიტყვებს ტექსტებიდან. და არა მარტო უხამს სიტყვებს). იმ შემთხვევაში, თუ ლენგდონი თავად არ შეიტანდა მათში შესწორებას, ამის გაკეთებას იგი უცილობლად მწერალს „აიძულებდა”. აღნიშნული საკითხის შესახებ ერთხელ მარკ ტვენმა უახლოეს მეგობრებში ფრიად მრავლისმეტყველად გაიხუმრა – „ჩემი საყვარელი მეუღლის უშუალო დამსახურებითა და წყალობით, მსოფლიო მრავალ ახალ სახუმარო და საინტერესო ამბავს ვერ გაიგებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)