დედოფალი ჩჟაოს შესახებ…

ჩინური ცენტრალიზებული სახელმწიფოს ლეგენდად ქცეული ფუძემდებელი და პირველი იმპერატორი ცინის ეპოქისა – ცინ შიხუანდი, ყველა პრობლემას გაუმკლავდა თავის სიცოცხლეში ქვეყნის გაერთიანების ჩათვლით, თუმცა ვერ გაუმკლავდა მისთვის ორ ფრიად მნიშვნელოვან პრობლემას. (ავტორი გენია.ჯი) პირველი: ეს იყო „მარადიურლი სიცოცხლის ელექსირის” აღმოუჩენლობა მიუხედავად უდიდესი ცდისა და ძალისხმევისა და მეორე – ყოვლისშემძლე იმპერატორის დედის, დიდი ტემპერამენტის მქონე – დედოფალი ჩჟაოს (ძვ.წ.აღ-ით 280-228 წლები) აღვირახსნილი სექსუალური ვნებიანობის მოთოკვა და დაოკება. თავდაპირველად ჩჟაო იმპერატორ – ჩჟუანსიან-ვანის ხარჭა-ქალი იყო, თუმცა მოგვიანებით მან იმპერატორის ჰარემში თავისი მშვენიერი გარეგნობითა და მომხიბლავი სხეულით პირველობა მოიპოვა და ტახტის მემკვიდრის დედად, ანუ – დედოფლადაც იქცა. ამ ტემპერამენტით აღსავსე დედოფალს (რომელსაც მე, პირადად, რიგი და საყოველთაოდ ცნობილი მიზეზეზბის გამო ეკატერინე მეორეს შევადარებდი) ხანგრძლივი ინტიმური ურთიერთობა აკავშირებდა იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სახელმწიფო მოხელესთან, კანცლერ – ლიუი ბუვეისთან. თუმცა დროის გასვლასთან ერთად, როგორც ჩანს, მისი საყვარლის მამაკაცური შესაძლებლობები ძლიერ იქნა დაქვეითებული. ეს გარემოება კი ყველაზე არასასიამოვნო ფაქტი გახლდათ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი დედოფლისათვის. ამიტომაც გასცა მან ბრძანება, ქვეშევრდომებს მთელი იმპერიის მასშტაბით მოეძებნათ ისეთი მამაკაცი, რომელიც მის სექსუალურ მოთხოვნილებას სრულიად დააკმაყოფილებდა. რამდენიმე ხანში დედოფალს წარუდგინეს კიდეც მისი „საყვარლობის კანდიდატი” ვინმე, – ლაო აი, რომლის მამაკაცური ღირსების შესახებაც ლეგენდები დადიოდა ხალხში. მისმა მამაკაცურმა ღირსებამ და სექსუალურმა ფანტაზიებმა აღფრთოვაბებაში მოიყვანა ჩჟაო, რამაც გადააწყვეტინა კიდეც მას, რომ იგი თავის საყვარლად დაესვა. თუმცა აქვე თავს იჩენდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრობლება: ცინ შიხუანდი.

იმისათვის, რომ ლაო აი როგორმე იმპერატორის მალულად შეეპარებინათ და დაესაქმებინათ იმპერატორის სასახლეში, დედოფლის ერთგულმა ქვეშევრდომებდა მას ჰარემში მომსახურე საჭურისების მსგავსად თმები გადახოტრეს და წვერები შეკრიჭეს. ესოდენ ცბიერი გეგმა წარმატებით განხორციელდა და დედოფალი ჩჟაო თავდავიწყებით მიეცა თავისი სექსუალური მოთხოვნილებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. რამდენიმე ხანში აღნიშნული ფაქტი მაინც გახდა ცნობილი ცინ შიხუანდისთვის. იმპერატორი მცირეოდენი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა და თვალს ხუჭავდა დედის აღვირახსნილ საქციელზე. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც დედის უკიდურესმა უწმინდურობამ საქვეყნოდ დაიგდო სახელი და დიდი სკანდალიც გამოიწვია, ქვეყნის საქმეებზე მზრუნველი იმპერატორი იძულებული გახდა გადამჭრელი ზომები მიეღო. მბრძანებლის უშუალო ბრძანებით არა მხოლოდ ლაო აი იქნა სიკვდილით დასჯილი, არამედ იმიერის გზას გაუყენეს მისი მოდგმის სამი თაობის წარმომადგენლებიც (ბავშვების ჩათვლით). თავად დედოფალი კი, როგორც ძაღლი, ისე გააგდეს იმპერატორის სასახლიდან. – (ავტპორი გენია.ჯი)

ცინ შიხუანდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>