ჯორჯ ორუელი & სალვადორ დალი
„ხვალ რომ დედამიწაზე თვით უილიამ შექსპირი დაბრუნებულიყო და აღმოგვეჩინა, რომ მისი საყვარელი გასართობი თავისუფალ დროს – მატარებლის ვაგონებში პატარა გოგონებზე ძალადობა იყო, იგი არ უნდა წაგვეხალისებინა იმ მოტივით, რომ მას სხვებისაგან განსხვავებით, გააჩნდა შესანიშნავი შესაძლებლობა და უნარი კიდევ დაეწერა ერთი „მეფე ლირი”. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მეტად მნიშვნელოვანი ორი ფაქტი: ისიც, რომ დალი კარგი მხატვარია და ისიც, რომ იგი ამაზრზენი პიროვნებაა”. – ეს სიტყვები უკიდურესად ექსცენტრიული ესპანელი მხატვრისა და სურეალიზმის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის – სალვადორ დალის შესახებ თავის დროზე, გენიალური „ანტიუტოპიური ლიტერატურული ნაწარმოებების” ინგლისელმა ავტორმა, მწერალმა - ჯორჯ ორუელმა დაწერა. (ავტორი გენია.ჯი) ორუელი კარგად იცნობდა სალვადორის შემოქმედებას და სათანადოდაც აფასებდა მხატვრის ნიჭს, თუმცა დალის მიერ შექმნილი სურათების დიდ ნაწილს მაინც მკაცრად აკრიტიკებდა და მათ ნეკროფილიისა და კოპროფაგიის აშკარა გამოსახულებად მიიჩნევდა.
„ისეთი ადამიანი, როგორიც სალვადორ დალია, არასასურველი პიროვნებაა, და, საზოგადოება, რომელშიაც მას შეუძლია აყვავდეს, უცილობლად რაღაც ხარვეზის მატარებელია”. – წერდა 1944 წელს გამოქვეყნებულ ესეში, სახელწოდებით – „სულიერი მოძღვრების პრივილეგია: შენიშვნები სალვადორ დალის შესახებ” – ჯორჯ ორუელი. მისი მოსაზრებით, დალის გენიალურმა ტალანტმა საზოგადოება აიძულა, იგი სრულყოფილ და შეუპოვარ ადამიანად ჩაეთვალა და ასეთადვე მიეღო. თუმცა სწორედ ამაში უშვებდა შეცდომას, რადგან მისი რწმენით, გქონდეს კარგი ნიჭი, ეს სულაც არ ნიშნავს – იყო კარგი ადამიანი.- (ავტორი გენია.ჯი)