აზოვის ზღვა – „ეპიზოდი”
აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ ნაწილში განთავსებულ ჩვენი პლანეტის ყველაზე პატარა ზღვას – აზოვის ზღვას, რომლის ნაპირებზეც გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ოდესღაც ცხოვრობდნენ სახელგანთქმული მითიური ამორძალი ქალები – ამაზონები, ანტიკურ ხანაში ძველი ბერძნები ზღვად საერთოდ არ მიიჩნევდნენ (ცნობისათვის, ამაზონები პირველად დიდმა ჰომეროსმა მოიხსენია თავის უკვდავ ქმნილებაში – „ილიადა”, ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით VIII საუკუნეში). შესაბამისად, მას არც აზოვის ზღვის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ. და რადგანაც იგივე ელინელები იმ ეპოქაში აზოვის ზღვას ტბად უფრო განიხილავდნენ, ვიდრე ზღვად, მას – „მეოტიის ტბა” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ საკითხში ძველ ბერძნებს სოლიდარობა გამოუცხადა ძველმა რომაელებმაც. თუმცა, რომაელები ბერძნებისაგან განსხვავებით მას სულაც ჭაობად წარმოსახავდნენ და შესაბამისი სახელიც უწოდეს: „მეოტიის ჭაობი”. ძველი სლავები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ აზოვის ზღვა ნამდვილად ზღვა იყო და არა ტბა ან ჭაობი, თუმცა მას მაინც სხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ – „ლურჯი ზღვა”.
„მოლუსკების ზღვად” წოდებულ აზოვის ზღვას, სადაც ტალღის მაქსიმალური სიმაღლე არ აღემატება 4 მეტრს, ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე სხვადასხვაგვარი სახელწოდებებით მოიხსენიებდა ამა თუ იმ ეთნოსის ხალხი და ბევრი სახელიც ერქვა. მაგრამ, რაც შეეხება მის თანამედროვე სახელწოდებას, იგი სათავეს არაბული ენიდან იღებს: „ბაჰრ-ელ-აზოვ”, ანუ – „მუქი ლურჯი ზღვა”. (ავტორი გენია.ჯი)