ბუნებრივი თანამგზავრების შესახებ…

ასტრონომების ცნობით, მზის სისტემაში ოთხასზე მეტი ბუნებრივი თანამგზავრი არსებობს, რომელთაგანაც მხოლოდ 168 მათგანი მოძრაობს პლანეტების ირგვლივ. ეს მცირე ზომის ასტრონომიული (კოსმოსური) სხეულები, რომლებიც ახლავან პლანეტებს და ბრუნავენ მათ გარშემო, მზის სისტემაში არ ახლავს ორად-ორ პლანეტას – ვენერასა და მერკურის. (ავტორი გენია.ჯი) დედამიწას ერთი თანამგზავრი ჰყავს და მას, როგორც მოგეხსენებათ – მთვარე ჰქვია. პლანეტა მარსი ორი თანამგზავრით – „ფობოსითა” და „დეიმოსით” იწონებს თავს; იუპიტერსა და სატურნს ოცდაათ-ოცდაათზე მეტი თანამგზავრი ახლავს თან; ყველაზე მეტი თანამგზავრი კი მაინც – იუპიტერს ჰყავს. ამ მომენტისათვის ცნობილია – 79 მათგანი; მეორე ადგილს თანამგზავრების რაოდენობის მხრივ არავის უთმობს სატურნი, თავისი62 თანამგზავრით. ბუნებრივ თანამგზავრებს შორის 19 მათგანი განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩევა. და საერთოდ, მზის სისტემის ყველაზე დიდი ბუნებრივი თანამგზავრებია სატურნისა და იუპიტერის თანამგზავრები – „ტიტანი” და „ჰანიმედი”. მათ გიგანტურ სიდიდეზე ისიც მეტყველებს, რომ თითოეული მათგანი პლანეტა მერკურიზე დიდია.

სატურნის ერთ-ერთ თანამგზავრზე – ენცელადზე წარმოშობილი უზარმაზარი შადრევნები, რომლებიც კოსმოსში აფრქვევენ თავიანთ წყლებს, ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის სახელგანთქმულმა ცენტრმა – „ნასა”-მ – „მზის სისტემის ყველაზე სტუმართმოყვარე” ადგილად მოიხსენია. ნეპტუნიდან კი სულაც 8 კილომეტრ სიმაღლეზე აიტყორცნება ხოლმე გეიზერული წყლები.

ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი, რომელსაც ატმოსფერო აკრავს გარს – „ტიტანი”-ა. ცნობილია, რომ მისი ატმოსფერო დედამიწის ატმოსფეროსთან შედარებით, გაცილებით უფრო მკვრივია. იგი იმდენად მკვრივიც კია, რომ მისი ზედაპირის დანახვა კოსმოსიდან შეუძლებელია. ასევე ერთადერთია ისეთი თანამგზავრიც, რომელიც პლანეტის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ეს გახლავთ ნეპტუნის ბუნებრივი თანამგზავრი – „ტრიტონი”. იუპიტერის უზარმაზარ ბუნებრივ თანამგზავრს – „ჰანიმედს” კი, თავისი გრავიტაციის ველიც გააჩნია.

მზის სისტემის ყველაზე პატარა ბუნებრივ თანამგზავრს – „დაქტილი” წარმოადგენს და მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი გახლავათ არა პლანეტის, არამედ ასტეროიდის ბუნებრივი თანამგზავრი.

1676 წელს დიდმა დანიელმა ასტრონომმა – ოლე რემიორმა პირველმა გაზომა სინათლის სიჩქარე და ეს უმნიშვნელოვანესი მეცნიერული ფაქტი მან პლანეტა იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრზე – „იო”-ზე დაკვირვებისას დაადგინა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>