XVIII საუკუნის გერმანია – „ეპიზოდი”
„გერმანია აღსავსეა მთავრებით, რომელთა სამი მეოთხედი თითქმის მოკლებულია საღ ადამიანურ გონებას და გვევლინება კაცობრიობის სირცხვილად და ჭირად. რაოდენ მცირეც არაა მათი სახელმწიფოები, მათ ჰგონიათ, კაცობრიობა მათთვისაა შექმნილი და უნდა წარმოადგენდეს მათ სულელურ საქციელთა ობიექტს”. – ეს მრავლისმეტყველი სიტყვები ეკუთვნის ცნობილ გერმანელ გრაფს, თავისი ქვეყნის პატრიოტს – მონტოიფელს და იგი მოიცავს XVIII საუკუნეს. (ავტორი გენია.ჯი) პერიოდს, როდესაც „დიდი” გერმანია პატარ-პატარა გერმანულ „სახელმწიფოებად” იყო დანაწევრებული. მონტოიფელი აღშფოთებული იყო ამ პატარ-პატარა გერმანული „სახელმწიფოების” ხელისუფლებების მიერ წარმოებული ამაზრზენი, ხშირ შემთხვევაში – ამორალური პოლიტიკითა და მათი მიზნებით. იგი აღშფოთებული იყო ისეთი „თანამემამულე” მთავრებით, მაგალითად, როგორიც იყო ბრაუნშვაიგის ჰერცოგი – კარლი და მისი მემკვიდრე პრინცი – კარლ ვილჰელმ ფერდინანდი. თუ ერთმა კარლმა თავისი 5 700 თანამემამულე მიჰყიდა ინგლისელებს (იმ ინგლისელებს, რომლებმაც შემდგომ ამერიკის ომში განამწესეს და, რითაც ფაქტიურად, სასიკვდილოდ გაწირეს ისინი), მეორე კარლმა თავის სამთვაროს იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 7 მილიონი ტალერი დაუტოვა ვალად. – (ავტორი გენია.ჯი)