პეტრე ჩაიკოვსკი – „ეპიზოდი”
1893 წლის 6 ნოემბერს სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა გენიალური რუსი კომპოზიტორი – პეტრე ჩაიკოვსკი. მისი გარდაცვალების შემდგომ კლინსკის სასამართლო პრისტავმა (ბოქაულმა) საგანგებოდ აღწერა სახელგანთქმული მუსიკოსის მთელი ქონება. (ავტორი გენია.ჯი) ჩაიკოვსკის ავლა-დიდებას შორის პრისტავმა აღწერა ხელოვანის შესანიშნავი ბიბლიოთეკა, რომელიც თავის მხრივ, 1 239 წიგნს ითვლიდა. ჩაიკოვსკის ბიბლიოთეკაში სხვა წიგნებთან ერთად წარმოდგენილი იყო 1736 წელს გამოცემული „ბიბლია” ფრანგულ ენაზე, ბრიტანელი ენციკლოპედისტის – ჯონ ლებოკის ფრიად მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომი – „ჭიანჭველები, ფუტკრები და კრაზანები”, „ვარსკვლავთა ატლასი ციური დაკვირვებისათვის” და ასე შემდეგ. რუსი კომპოზიტორის მფლობელობაში არსებულ ბიბლიოთეკაში კი, ყველაზე დიდი ყურადღება მაინც გენიალური ძველ ბერძენი დრამატურგის – ევრიპიდეს იტალიურ ენაზე წიგნად გამოცემულმა ნაწარმოებებმა მიიპყრო, რადგან მის ყდაზე მეტად საინტერესო წარწერა ჰქონდა დატანილი ჩაიკოვსკის. „წიგნი მოპარულია 1877 წლის 3 დეკემბერს დოჟების პალაცოს ბიბლიოთეკიდან, ვენეცია, სამეფო კარის მრჩევლისა და კონსერვატორიის პროფესორის – პეტრე ჩაიკოვსკის მიერ”. – აი, სწორედ ასეთი საინტერესო და მრავლისმეტყველი წარწერის გამო მიიპყრო ჩაიკოვსკის ბიბლიოთეკაში დაცულმა ევრიპიდეს წიგნმა საზოგადოების ყურადღება. – (ავტორი გენია.ჯი)