გალაკტიონ ტაბიძე – „ი. ა”

ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი

ნუკრის თვალებით, თმით – მიმოზებით.

და მწუხარების, მალენიავში

მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

* * *

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,

შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!

მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა

და გაისმოდა დების სიმღერა.

კომენტარის დატოვება