დავით კვიცარიძე – „თურმე ავჩქარდით…”
„ჩვენ რა, შევხვდებით ერთმანეთს, გავუღიმებთ, გავუცინებთ, ვილაზღანდარებთ და თუ მაშინვე არა, მეორე შეხვედრისას ფიცით ვამბობთ სიყვარულს. მერე აღარავის ვეკითხებით, აღარავის აღარაფრად ვაგდებთ და გავრბივართ მმაჩის ბიუროში, თუ ასე მოვიქეცით კიდევ არა უშავს რა… მალე ვრწმუნდებით, თურმე ეს არ ყოფილა სიყვარული, ყალბი გამოდგება ფიციც; ჩვენ ავჩქარდით, თურმე ერთმანეთისთვის არ ვყოფილვართ გაჩენილი, ერთმანეთს ვეღარ ვაკმაყოფილებთ სულიერად, ცალ-ცალკე, ჩვენ-ჩვენთვის ვფიქრობთ და გვავიწყდება ოჯახი, რომელიც აჩქარებით, სულწასულობით შეიქმნა, მაგრამ მაინც ხომ შეიქმნა… გვავიწყდება, რომ ხვალ, ზეგ უერთმანეთოდ, დანგრეული და განადგურებული ოცნებებით, დაცლილი სულით უნდა ვიცხოვროთ, რომ დაგვერქმევა ნაქმარევი და ნაცოლარი… სრულიად უბრალოდ, აგდებულად ვთანხმდებით გაყრაზე და მერე მთელი სიცოცხლე სულგაბზარული დავდივართ…” – (ავტორი გენია.ჯი)