ევგენი ლეონოვი – „ეპიზოდი”
ყველას მოგეხსენებათ, რომ თეატრისა და კინოს საყოველთაოდ ცნობილი რუსი მსახიობი – ევგენი ლეონოვი (1926-1994 წლები), ისევე როგორც შინაგანად, გარეგნულადაც ძალიან კეთილი გამომეტყველების მქონე კაცი იყო.(ავტორი გენია.ჯი) სხვა მრავალთა მსგავსად, ლეონოვის ეს გარეგნული მხარე შეუმჩნეველი არ დარჩენია არც საბჭოთა გენსეკს – ლეონიდ ბრეჟნევს. მან ერთხელ საგარეო საქმეთა მინისტრს – ანდრეი გრომიკოს ხუმრობითაც კი ურჩია, ამერიკელებთან წარმოებული დაძაბული მოლაპარაკებებისას თან გვერდით ეახლა ეგზომ კეთილი გამომეტყველების მქონე კაცი, რაც მათ მარადიულ მოწინააღმდეგეებს დაარწმუნებდა იმაში, რომ „წითელი იმპერია” სულაც არ იყო ბოროტულად განწყობილი ამერიკის შეერთებული შტატებისადმი.
ლეონოვის სანეტარო კარიერულ ოცნებას შექსპირის უკვდავი გმირის – ოტელოს როლის განსახიერება წარმოადგენდა, თუმცა ეს ოცნება დიდმა მსახიობმა ვერ აისრულა. და ვერ აისრულა მიუხედავად მისი უდიდესი ავტორიტეტისა. ამის მიზეზი კი ერთ-ერთმა რეჟისორმა თავისებურად განმარტა. და ეს მიზეზი ისევ და ისევ ლეონოვის სახის კეთილ გამომეტყველებას უკავშირდება. „როდესაც ლეონოვის სახით გამძვინვარებული ოტელო დეზდემონას დახრჩობას დაუწყებს, მთელი დარბაზი სიცილით ძირს დაწვებაო!”. – მრავლისმეტყველად შეუნიშნავს მას. – (ავტორი გენია.ჯი)