ბულატ ოკუჯავა – „ეპიზოდი”
რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოეტი, პროზაიკოსი და კომპოზიტორი – ბულატ ოკუჯავა (1924-1997 წლები), რამდენიმე ხნით შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმს სტუმრობდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ მშვენიერ დღეს ლიტერატორი სრულიად შემთხვევით შეესწრო, თუ როგორ გადაადგილდებოდა ყოველგვარი დაცვის გარეშე სტოკჰოლმის ქუჩებში შვედეთის დედოფალი ავტომობილით. როგორც ჩანს დედოფალი ავტომობილიდან ყველაფერს მშვენივრად ადევნებდა თვალს, თუმცა, ერთადერთს, ვისაც მან ამ დროს ორჯერ დააკვირდა დაჟინებულად, სწორედ რომ სტოკჰოლმში სტუმრად მყოფი ბულატ ოკუჯავა იყო. ოკუჯავამ ივარაუდა, რომ დედოფალმა იგი თავისი შემოქმედების წყალობით იცნო. შედეგად იგი იმდენად აღფრთოვანდა, რომ დედოფალს დითირამბებით აღსავსე სამადლობელი წერილიც კი გაუგზავნა მის მიერ გამოჩენილი ეგზომ დიდი ყურადღებისთვის (ოკუჯავა ხომ ის ერთადერთი ადამიანი იყო ქუჩაში, ვისაც დედოფალმა პატივი დასდო და ორჯერ შეავლო თვალი). მალევე ბულატმა შვედეთის დედოფლისაგან საპასუხო წერილი მიიღო, რომელმაც თავდაყირა დააყენა ლიტერატორის ილუზიები. წერილში ეწერა, რომ დედოფალს შესანიშნავად ახსოვდა ის დღე და ის უცხოელიც, რომელიც ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ქუჩაში, რომელმაც სხვა გამვლელთა მსგავსად, ქუდი არ მოიხადა დედოფლისადმი თაყვანისცემის ნიშნად. აი, თურმე ის მიზეზი, რატომაც მიუქცევია ოკუჯავასთვის შვედეთის დედოფლის განსაკუთრებული ყურადღება იმ დღეს. – (ავტორი გენია.ჯი)