„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„მე არ უარვყოფ, რომ მშვენიერ ბაგეებს ხშირად უხდება ოდნავ დამცინავი ღიმილი, მაგრამ – გთხოვთ შენიშნოთ! – მხოლოდ ოდნავი. ეს არ უნდა გადადიოდეს მანჭვაში, როგორც ეს ბევრს ემართება ხოლმე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ისტორია დიდი გაიძვერა რამ არის”.
* * *
„კაცს გული ბოლომდე არასდროს უნდა გადაუშალო”.
* * *
„არის ქორწინება, რომელიც იმ წუთიერ გაელვებას ჰგავს, ქარის პირველი დაქროლებისთანავე ჩამოფლეთილ ღრუბლებს რომ ემსგავსება”.
* * *
„ღმერთი ვერაფერს გირჩევს, საკუთარი სინდისისა და კაცობის იმედი უნდა გქონდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ადექი! მიწაზე ფორთხვა არაკაცის საქმეა”.
* * *
„ხელოვანს ჭეშმარიტად მაშინ აქებენ, როცა მისი ქმნილების ხილვისას ხელოვნისთვის ხოტბის შესხმა ავიწყდებათ”.
* * *
„მეფე, რომელსაც შენ ირჩევ, არცთუ მთლად მეფეა”.
* * *
„როცა რაიმე სულელური ნაბიჯის გადასადგმელად ემზადები, რათა თავი ამა ქვეყნის ძლიერთ შესწირო, – წინასწარ უნდა იცოდე, თუ როგორ დაგიფასებენ ამას”.
* * *
„ამური აქ დიდ პატივშია”. – (ავტორი გენია.ჯი)