მიხეილ კეკელიძე – „ქვეყნის პატრონობა რომ ჩაგაბარონ…”
„ქვეყნის პატრონობა რომ ჩაგაბარონ, შენც ხშირ-ხშირად გაიგე ვის რა უჭირს და ვის რა ულხინს, სამართლიანობა დაამყარე, თორემ დედ-მამის სულს გინებით წაგიბილწავენ! მერედა იცი, როგორ უნდა გაიგო გაჭირვებულთა ბედი, აღზევებულთა თავხედობა და ისიც, თუ როგორ მეფედ და პატრონად გთვლიან შენ?
შენ თვით იარე ხალხში, სასახლეში ნუ ჩაიკეტები, მოურავები და ვეზირები მოგატყუებენ, მზაკვრები შენს ქებას გააზვიადებენ, შენი ხალხის ცხოვრებას სამოთხედ დაგიხატავენ, მაგრამ ნუ მოიტყუებ თავს: მარტოკა იარე, მარტოკა ჯვალოს ტანსაცმლით, მოწყალება სთხოვე დიდებულთ და გაიგებ, როგორი გული აქვთ მათ! ღამის გათევა სთხოვე ღატაკს და გაიგებ, ვინ როგორ ეპყრობა მას! ყმასავით მიდი მსაჯულთან, უკანონოდ წართმეულ ხარებზე უჩივლე რომელიმე თავადს და გაიგებ, როგორი სამართალი ტრიალებს შენს სამეფოში! მაგრამ მარტო იარე, მარტო, შენი სამეფო კვერთხი დამალე! იმით ნუ შეაშინებ ხალხს, თორემ სიმართლეს არავინ გეტყვის!” – (ავტორი გენია.ჯი)