ფსიქიატრიის ისტორიიდან…
მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის მტკიცებით, პირველი ფსიქიატრიული დაწესებულება ჯერ კიდევ VIII საუკუნის დასაწყისში დაარსდა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი – 705 წელს თანამედროვე ბაღდადის ტერიტორიაზე არსებულ დასახლებაში. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით ფსიქიატრიული დაწესებულებები ასევე გახსნილი იქნა პოლონეთის ქალაქ ელბინგში, ესპანურ ქალაქ ვალენსიაში და ასე შემდეგ. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ზემოაღნიშნულ დისპანსერებში საუკუნეების განმავლობაში პაციენტებს არ უტარდებოდათ მკურნალობის არანაირი კურსი. ის კი არა და, ისინი ტუსაღების მსგავსად ქვის ცივ საკნებში ჰყავდათ გამომწყვდეულნი. კედლებზე მუდმივად ჯაჭვებით დაბმულებს კი ეპყრობოდნენ როგორც პირუტყვებს. ფაქტობრივად, პირველი ფსიქიატრიული დისპანსერების დანიშნულება გახლდათ ის, რომ ფსიქიკურად შეურაცხადი ადამიანები საზოგადოებისაგან განერიდებინა ყოველგვარი მკურნალობის გარეშე.
1792 წელს, საფრანგეთში რევოლუციის მძვინვარების ჟამს, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ფსიქიატრიული დაწესებულების – „ბისეტრის” დირექტორად დანიშნული იქნა სახელოვანი ფრანგი ფსიქიატრი – ფილიპე პინელი (1745-1826 წლები). სწორედ მის სახელთან ასოცირდება იმ ძირეული და ჰუმანური რეფორმების განხორციელება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რომლებმაც სამარადჟამოდ ჩაწერა ოქროს ასოებით ფრანგი ფსიქიატრის სახელი მედიცინის ისტორიის წიგნში.
ფილიპმა ისარგებლა რა ქვეყანაში მიმდინარე მძაფრი პოლიტიკური ბატალიებით (რევოლუციის დროს აბა ვის ეცალა ამ საკითხისთვის), რევოლუციურ ხელისუფლებას გამოსტყუა ნებართვა იმისა, რომ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების ჯაჭვებით დაბმა სულაც არ იყო აუცილებელი, რადგან არავითარ საფრთხეს არ შეიცავდა მათი დაუბმელი ყოფნა. მეფე ამ თხოვნას არასოდეს დაყაბულდებოდა, კონვენტმა კი ფსიქიატრიულების პაციენტები სულაც „მონარქიის ტყვეებად” მიიჩნია და პინელის თხოვნაც უმალვე დააკმაყოფილა.
ფილიპ პინელის უშუალო აქტიურობამ ფსიქიატრიულის გაუბედურებულ პაციენტებს დიდი შვება მოჰგვარა. დაწყებული იქნა მათი მკურნალობის პროცესიც. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ ფსიქიკურად შერყეული ადამიანები არ საჭიროებდნენ არანაირი ჯაჭვით დაბმას, „ბისტერის” მაგალითი სხვა ევროპულმა ფსიქიატრიულებმაც XVIII საუკუნეში.
სამწუხაროდ, ფილიპ პინელმა სხვა მრავალთა მსგავსად, ვერ მიაგნო ადეკვატურ მეთოდს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანების განკურნებისა. შედეგად, ფსიქიატრიულები ჯაჭვებისაგან კი განთავისუფლდა, თუმცა მკაცრი რეშიმის მქონე ციხის ფუნქცია მაინც არ დაუკარგავს. და სამწუხაროდ, არ დაუკარგავს – დღემდე! – (ავტორი გენია.ჯი)
ფილიპე პინელი