ალექსანდრე III რომანოვი – „ეპიზოდი”
რუსეთის იმპერატორის – ალესანდრე III რომანოვის (1845-1894 წლები) ბიოგრაფების ცნობით, მონარქის ერთ-ერთ განსაკუთრებულ ჰობს – თევზაობა წარმოადგენდა. ამბობენ იმასაც, რომ, როდესაც იგი თევზაობდა, არას დიდებით, არც ერთ შემთხვევაში არ მოწყდებოდა თავის საყვარელ გასართობსო. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურად კი მათ ერთი მეტად მრავლისმეტყველი ისტორიული ფაქტი მოჰყავთ შოვინისტურად განწყობილი ალექსანდრეს ბიოგრაფიიდან: ერთ მშვენიერ დღეს, იმპერატორი კარპინის აუზზე თევზაობით ირთობდა თავს, რა დროსაც მას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. მინისტრმა იმპერატორს მოახსენა, რომ ერთ-ერთი ძლევამოსილი ევროპული სახელმწიფოს ელჩებს სურდათ მასთან სასწრაფო აუდიენცია ფრიად მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე. გაღიზიანებულმა ალექსანდრემ, რომელიც ცნობილი იყო თავისი მახვილგონიერი გამონათქვამებით და, რომელსაც ერთობ დიდი, გადამეტებული წარმოდგენა გააჩნდა თავისი ქვეყანის შესაძლებლობებზე, საგარეო საქმეთა მინისტრს ელჩების მიღებაზე უარი შემდეგი სიტყვის თანხლებით უთხრა: „როდესაც რუსეთის იმპერატორი თევზაობს, ევროპას ისღა დარჩენია, მოთმინებით დაელოდოს მის დასრულებას!” – (ავტორი გენია.ჯი)