დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეებში მოღვაწე ერთ-ერთი სახელგანთქმული ძველ ბერძენი სწავლული, ლიტერატორი და ფილოლოგი, რომლის სახელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ალექსანდრიის ძველეგვიპტურ სკოლასა და პტოლემეების სამეფო დინასტიის წარმომადგენლებთან, იმდენად სუსტი ყოფილა ფიზიკურად, რომ ძლიერი ქარის დროს გადაადგილებაც კი უჭირდა. იმისათვის, რომ თავისი მსუბუქი წონის გამო პრობლემები არ შექმნოდა ძლიერ ქარში, გონიერი სწავლული სარგებლობდა მისთვის სპეციალურად დამზადებული ფეხსაცმელებით, რომელთა ძირებსაც სიმძიმის მოსამატებლად – ტყვიისაგან ამზადებდნენ. დაასახელეთ, რომელი ძველ ბერძენი სწავლული სარგებლობდა ეგზომ უჩვეულო მიზეზით ტყვიისძირიანი ფეხსაცმელებით?! – (ავტორი გენია.ჯი)