ნაპოლეონი & ჟოზეფინა
საფრანგეთის ყოვლისშემძლე იმპერატორის – ნაპოლეონ ბონაპარტისა და მისი მშვენიერი, თუმცა-კი უკიდურესად თავქარიანი მეუღლის – ჟოზეფინა ბოარნეს შორის ურთიერთობა, მათი თანაცხოვრების უკანასკნელ ეტაპზე ძალიან დაიძაბა და გაცივდა. (ავტორი გენია.ჯი) წყვილი მრავალი მიზეზის გამო დაობდა. მათ შორის იმის გამოც, რომ ბონაპარტისათვის ყველაფერი იყო ცნობილი, რასაც მისი „თავისუფალი ცხოვრების” მოყვარული მეუღლე სჩადიოდა მრავალრიცხოვანი ღალატის ჩათვლით. თუმცა, ყველაზე მეტად, რასაც ჩია ტანის მქონე დიდი მხედართმთავარი გამოჰყავდა წყობილებიდან, იყო ის, რომ ჟოზეფინამ ვერა და ვერ შობა მისთვის ესოდენ ნანატრი ტახტის მემკვიდრე. ეს იმდენად მტკივნეული საკითხი გახლდათ ბონაპარტისთვის, რომ ერთ-ერთი მორიგი კონფლიქტის დროს მან ჟოზეფინას ასეთი რამაც წამოაძახა უხეშად: „თუკი ამჩნევთ, თქვენს ირგვლივ ყველა ორსულდება, თვით ცხოველებიც კი, მაგრამ არამც და არამც თქვენ, მადამ!” – (ავტორი გენია.ჯი)