კამილ კორო – „ეპიზოდი”
რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი პეიზაჟისტი მხატვარი – ჟან-ბატისტ კამილ კორო (1796-1875 წლები), ბუნების მაღმერთებელი ხელოვანი გახლდათ. თუმცა, მას განსაკუთრებით ხიბლავდა ადრიანი დილის ბუნების ულამაზესი პეიზაჟები. ამიტომაც იყო, რომ იგი თითქმის ყოველ სისხამ დილით, განთიადისას გადიოდა ბუნების წიაღში და ტილოებზე აღბეჭდავდა იმ ნორჩი დილის ულამაზეს ფონებს, რომელთაც ასე ეთაყვანებოდა კორო. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს, მან თავის მეგობართან, დიდებულ ფრანგ მხატვართან – ონორე დომიესთან საუბარში აღიარა კიდეც: „ჩემი საყვარელი ადგილებია – ხევები, კორომები, შენაკადები, ტყის მასივები. ეს ყოველივე ადამიანმა განთიადისას უნდა იხილოს საკუთარი თვალით. მე იქ მივდივარ დილით ადრე, ასე – 3 – 4 საათზე და ვიწყებ ხატვას. მაგრამ, როდესაც დღე მოდის, ბუნების ეს აღმაფრთოვანებელი ხიბლი სადღაც ქრება. და ქრება ისე, თითქოს არც კი ყოფილა. რთულია, ზედმიწევნით ზუსტად უჩვენო და გადასცე ადამიანებს ეს სილამაზე?”
კამილ კოროს შემოქმედების ერთ-ერთ თაყვანისმცემელს თვით საფრანგეთის მეფე – ნაპოლეონ III ბონაპარტი წარმოადგენდა. იგი კარგად იცნობდა მხატვრის ბიოგრაფიას და შესაბამისამისად, ისიც კარგად იცოდა, თუ, როგორ უყვარდა კოროს ბუნება, განსაკუთრებით კი – განთიადი – მომაჯადოებელ ბუნებაში. ამიტომაც შენიშნა ერთობ მრავლისმეტყველად ნაპოლეონმა კოროს ერთ-ერთი მორიგი პეიზაჟის დათვალიერების დროს – „იმისათვის, რომ გაიგოთ კოროს შემოქმედება, დილით ძალიან ადრე უნდა ადქეთო”. – (ავტორი გენია.ჯი)