სოიტირო ჰონდა – „ეპიზოდი”
„რადგანაც ცხოვრება მოკლეა, აუცილებელია სისწრაფე, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ იმ განსაზღვრულ დროში, რომელსაც ჩვენ განვკარგავთ”. – წერდა თავის დროზე დიდი იაპონელი მეწარმე – სოიტირო ჰონდა (1906-1991 წლები). მიუხედავად ხულიგნური გამოხტომებისა და დებოშიორის რეპუტაციისა, სოიტირო ჰონდა, ეს სოფლელი გლეხი ბიჭი, მაინც დიდი მიზანსწრაფულობით გამორჩეული პიროვნება იყო. კომპანია – „ჰონდა”-ს მომავალმა ფუძემდებელმა, იმისათვის, რომ ერთ-ერთი ავტოსახელოსნოს მიერ გამოცხადებული ვაკანსიური ადგილი დროულად დაეკავებინა, 358 კილომეტრი მარტომ გაიარა ფეხით დანიშნულების ადგილამდე. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი იგი მამას ეხმარებოდა. ჰონდას მამა – ძიჰეი ჰონდა ძველ და დაზიანებულ ველოსიპედებს ყიდულობდა ჩალის ფასად, შემდეგ მათ საკუთარ პატარა ვაჟთან ერთად არემონტებდა და ბოლოს ჰყიდდა (ამიტომაც იყო პატარა სოიტიროს საყვარელი სათამაშოები – ველოსიპედის დეტალები). ეს იყო ერთადერთი შემოსავალი მომავალი მილიონერის ღარიბი ოჯახისა იმ პერიოდში.
სოიტიროს მიერ მიღწეული უზარმაზარი წარმატების საიდუმლოს ჩაწვდომას ბევრი ცდილობდა. ამ საკითხზე მას ხშირადაც უსვავდნენ შეკითხვას, თუმცა ჰონდასაგან პასუხს ამაოდ ელოდნენ დიდი ხნის განმავლობაში. მხოლოდ გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე გასცა მან გულღია პასუხი ყველასათვის საინტერესო შეკითხვას, თუ „რა გზით, რა მეთოდით მიაღწია მან ესოდენ დიდ წარმატებას ცხოვრებაში”. სოიტირო ჰონდას პასუხი ასეთი იყო: „ჩემს ცხოვრებაში უამრავი შეცდომა მაქვს დაშვებული. ჩემი წარმატების საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ არასოდეს ვუშვებდი ერთი და იგივე შეცდომებს”.
P.S. ზემოთ ავღნიშნე, რომ ჰონდას ხულიგნური გამოხტომები ახასიადებდა-თქო. დროსტარების მოყვარულ მეწარმეს ეს თვისება ზრდასრულ ასაკშიც ისევე ახასიათებდა, როგორც სიყმაწვილესა და ახალგაზრდობაში. თუმცა ასაკში შესულს უკვე სხვა მიზეზი ჰქონდა დავიდარაბის ასატეხად: იგი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მას სათანადო პატივს არ სცემდნენ და სათანადოდ არ აფასებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)