მეი ლანფანი – „ეპიზოდი”
დიდი ჩინელი მსახიობი მამაკაცის - მეი ლანფანის (1894-1961 წლები) გენიალური სამსახიობო ნიჭის უამრავ თაყვანისმცემელს შორის ისეთი სახელოვანი ადამიანიც ირიცხებოდა, როგორიც გახლდათ „კინემატოგრაფიის მეტრად” წოდებული – ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი. (ავტორი გენია.ჯი) მეი ლანიმ (ლანფანის ნამდვილი სახელი) პოპულარობა იმითაც მოიპოვა, რომ „ქალის” როლებს (ამპლუა – „დანს”) განუმეორებლად ასრულებდა პეკინის ოპერის სცენაზე. აქვე ავღნიშნოთ ისიც, რომ იმ პერიოდის ჩინეთში თეატრისა და ოპერის სცენებზე მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ თეატრალური წარმოდგენის უფლება. შესაბამისად, ქალების როლების განსახიერებაც მათ პრივილეგიად იყო მიჩნეული. თუმცა-კი, ლანფანმა სახელი მაინც ერთი ფრიად მნიშვნელოვანი და პატრიოტული საქციელის ჩადენის გამო გაითქვა განსაკუთრებულად. ჩინეთში გაბატონებული იაპონიის საოკუპაციო და სასტიკი რეჟიმის მიუხედავად, და მიუხედავად იმისა, რომ უეჭველ საფრთხეში იგდებდა საკუთარ სიცოცხლეს, მან პირობა დადო, სანამ თავისი სამშობლო არ განთავისუფლდებოდა დამპყრობლებისაგან, მანამ არ გასულიყო სცენაზე სათამაშოდ. შედეგად მან კატეგორიული უარი განუცხადა ოკუპანტებს, იაპონელი ჯარისკაცების წინაშე სცენაზე გამოსულიყო. იმისათვის, რომ, ოკუპაციის წლებში, როგორმე თავი დაეღწია და დაეძვრინა სცენაზე გასვლისაგან, სადაც ის ყოველთვის „ქალის ამპლუაში” გამოდიოდა, სპეციალურად მოუშვა წვერი. სპექტაკლებსა და ოპერებში მონაწილეობაზე უარის თქმამ ლანფანი უკიდურეს სიღატაკეში ჩააგდო. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, დადებული პირობა გულისხმიერად შეესრულებინა. შედეგად იგი, მხოლოდ 1945 წელს დაუბრუნდა სცენას. სწორედ მაშინ, როდესაც ჩინეთი საბოლოოდ განთავისუფლდა იაპონიის საოკუპაციო რეჟიმისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)