ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ქიმიური ფორმულის – „H2O”-ს გენიალური ფრანგი ავტორი – ჟოზეფ ლუი გეი-ლუსაკი (1778-1850 წლები), ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. გარდა ამისა, ამ უდიდეს ფიზიკოსსა და ქიმიკოსს, განსაკუთრებული სიმამაცეც გამოარჩევდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობისათვის გეტყვით იმასაც, რომ ლუსაკის სახელთან მხოლოდ „H2O” ქიმიური ფორმულა არ ასოცირდება. მის სახელთან ასევე დაკავშირებულია – ბარომეტრის (ატმოსფერული წნევის საზომი მოწყობილობა), ჰიდრომეტრის (ტემპერატურისა და ტენიანობის საზომი ხელსაწყო), არეომეტრის (სითხის სიმკვრივის საზომი) და თერმომეტრის გამოგონებაც.
სამეცნიერო ცდების ფარგლებში ლუსაკმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ორჯერ განახორციელა საჰაერო ბურთით გაფრენა. საკუთარი სოცოცხლის რისკის ფასად-თქო იმიტომ ავღნიშნე, რომ იმ პერიოდში საჰაერო ბურთით ციური კაბადონის დაპყრობა იგივე მნიშვნელობის მატარებელი იყო, რაც დღეისათვის ჩვენთვის -კოსმოსში გაფრენაა. მოკლედ რომ მვთქვათ, – გმირობას უტოლდებოდა!
ჟოზეფს ერთი მეტად საინტერესო თვისებაც ახასიათებდა: ყოველ წარმატებულ სამეცნირო ცდას იგი იმდენად მოჰყავდა აღტაცებაში, რომ ლაბორატორიაშივე, საკუთარი თანაშემწე-მეცნიერების თვალწინ იწყებდა ცეკვას და გულწრფელად ეცემოდა მხიარულებას. და რადგანაც გენიალური ფრანგი მეცნიერის ლაბორატორია მიწისქვეშა ნესტიან სარდაფში იყო განთავსებული, ლუსაკსს ფეხზე ძირითადად რეზინის გალოშები ემოსა, რაც მას სულაც არ უშლიდა ხელს, წარმატებული ცდის შემთხვევაში, მთელი თავისი ტალანტი გამოევლინა ცეკვის დროს. – (ავტორი გენია.ჯი)