ოქტავიანე ავგუსტუსი – „ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული რომის იმპერიის დამაარსებელი, პირველი იმპერატორი – ოქტავიანე ავგუსტუსი (ძვ.წ.აღ-ით 63-14 წლები), ცნობილი იყო ერთობ უცნაური, თუმცა-კი, მრავლისმეტყველი გადაწყვეტილებების მიღებით. (ავტორი გენია.ჯი) ამის დასტურად მის ბიოგრაფებს ერთი მეტად საინტერესო მაგალითი მოჰყავთ სახელოვანი მბრძანებლის ბიოგრაფიიდან.
ერთ დღეს „მარადიულ ქალაქში” ყველასათვის ცნობილმა და გავლენიანმა მოქალაქემ განუტევა სული. გარდაცვლილმა, თავის შთამომავლებს სიმდიდრის ნაცვლად, უზარმაზარი ვალები დაუტოვა მემკვიდრეობად, რაც თავის მხრივ, საყოველთაოდ გახმაურებული ფაქტი იყო რომაელებში. სხვა რომაელთა მსგავსად, ყოველივე ეს, შესანიშნავად უწყოდა იმპერატორმა ოქტავიანემაც. ქვეშევრდომები, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ავგუსტუსისაგან უჩვეულო ბრძანებების მიცემას, მაინც უკიდურესად გაოგნდნენ, როდესაც მათ იმპერატორისაგან შემდეგი სახის ბრძანება მოისმინეს: მათ ნებისმიერ ფასად უნდა შეეძინათ ის ბალიში, რომელზედაც ოდესღაც თავი ედო ამქვეყნად უზარმაზარი ვალების დამტოვებელ ზემოაღნიშნულ რომაელ მოქალაქეს.
კითხვამ, თუ რაში სჭირდებოდა ოქტავიანეს გარდაცვლილის ბალიში, ერთ-ერთი ქვეშევრდომი იმდენად დააინტერესა, რომ მან თავისი ცნობისმოყვარეობა ვერ დამალა და იმპერატორს ჰკითხა კიდეც ამის შესახებ. პასუხად კი მან ერთობ მრავლისმეტყველი ახსნა მოისმინა ავგუსტუსისაგან: „ძალიან საინტერესოა იქონიო ისეთი ბალიში, რომელზედაც ადამიანს შეეძლო მშვიდად დაეძინა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მას კიზერზე უზარმაზარი ვალები აწვა”. – (ავტორი გენია.ჯი)