ფრიდრიხ II დიდი – „ეპიზოდი”

შვიდი წლის ასაკში მყოფი პრუსიის მომავალი ტახტის მემკვიდრე – პრინცი ფრიდრიხი (1712-1786 წლები), რომელსაც მადლიერმა გერმანელმა ერმა შემდგომში – „ფრიდრიხ II დიდი” უწოდა, გვირგვინოსანმა მშობლებმა აღსაზრდელად ცნობილ ფრანგ პედაგოგს – ჟაკ ეჟიდ დიუან დე ჟანდუნს მიაბარეს. თავის მხრივ, იგი მთელი თორმეტი წლის განმავლობაში იყო პრუსიის სახელოვანი და ძლევამოსილი მეფის მენტორი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა პრინცისა, დიუანის კლასში სხვა ბავშვებიც სწავლობდნენ. ახალი მასწავლებლის პირველ გაკვეთილზე დამსწრე ფრიდრიხი გააოცა იმ გარემოებამ, რომ მას, როგორც ტახტის მომავალ მემკვიდრეს, მისთვის შესაფერისი პატივისცემით არ მიესალმა პედაგოგი. მან იმდენად ითავხედა, რომ თავიდან ქუდიც კი არ მოუხდია ყმაწვილი პრინცის წინაშე, რაც იმ დროს ეგზომ გავრცელებული ტრადიცია იყო პრუსიაში. ერთადერთი, რითაც დიუანმა ფრიდრიხის მიმართ მოწიწება და თაყვანისცემა გამოავლინა, თავის ოდნავი დახრა იყო.

დასრულდა გაკვეთილები. ბავშვებმა საკლასო ოთახი დატოვეს. და მაშინ, როდესაც საკლასო ოთახი ფრიდრიხსაც უნდა დაეტოვებინა, მოულოდნელად იგი მისმა ახალმა მასწავლებელმა შეაჩერა. მან მოწიწებით მოიხადა ქუდი პრინცის წინაშე, მდაბლად დაუკრა თავი მას და ერთობ მრავლისმეტყველი და დიდებული სიტყვით იმართლა თავი: „მაპატიეთ, ჩემი უკიდურესი სიმკაცრე და უხეშობა, თქვენო უდიდებულესობავ! მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, რადგან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვებმა შეიტყონ, გაკვეთილების მიმდინარეობისას კლასში მასწავლებელზე მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული ვინმე იმყოფებაო! ეს სასწავლო პროცესის დამაზიანებელია!” – (ავტორი გენია.ჯი)

ჟაკ ეჟიდ დიუან დე ჟანდუნი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>