ფრანსუა-ანდრე დანიკან ფილიდორი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის მეფეს – ლუი XV დე ბურბონს, რამდენიმე თვის განმავლოვაში ჭადრაკის მასწავლებლად აყვანილი ჰყავდა XVIII საუკუნის მსოფლიო საჭადრაკო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, გენიალური ფრანგი მოჭადრაკე – ფრანსუა-ანდრე დანიკან ფილიდორი (1726-1795 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ესოდენ დიდი მასწავლებლის ყოლისა, მონარქი მაინც ვერ აჩენდა სათანადო კლასს ამ უმშვენიერეს ინტელექტუალურ თამაშში. თავდაპირველად იგი ყოველთვის მარცხდებოდა, თუმცა დადგა დრო, როდესაც, როგორც იქნა, ერთ-ერთ თავის ქვეშევრდომს მოუგო საჭადრაკო პარტია საკუთარი მასწავლებლის თვალწინ. გამარჯვებამ ლუის უკიდურესი თვითკმაყოფილება მოჰგვარა: „აბა, გეთაყვა, მითხარით, რას ფიქრობთ ჩემი თამაშის შესახებ?” – ჰკითხა მან ფილიდორს. რის საპასუხოდაც მისგან ერთობ თამამი სიტყვები მოისმინა: „თქვენო უდიდებულესობავ! მინდა იცოდეთ, რომ მოჭადრაკეები თავიანთი ძალის მიხედვით იყოფიან სამ კლასად: პირველ კლასს მიეკუთვნებიან ისინი, ვინაც ჭადრაკის თამაში საერთოდ არ იციან; მეორე კლასს მიეკუთვნებიან – სუსტი მოჭადრაკეები, ხოლო მესამე კლასს კი – კარგი მოჭადრაკეები. თქვენ, თქვენო უდიდებულესობავ, არ დაგიმალავთ და გულღიად გეყვით, რომ მეორე კლასს, ანუ „სუსტი მოთამაშეების” კატეგორიას მიეკუთვნებით”.
ასეთი პასუხის შემდეგ ფილიდორის კარიერა სამეფო კარზე რომ ვერ აეწყო, გასაკვირი ალბათ არც არის. – (ავტორი გენია.ჯი)
ლუი XV დე ბურბონი