იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ეპიზოდი”
„ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა. ამიტომ არ უნდა დალიოთ ცუდი ღვინო”. – ამ სიტყვების ავტორი გახლავთ გენიალური გერმანელი მოაზროვნე, მწერალი და ფილოსოფოსი – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749-1832 წლები). ამ ღვთიური სასმელის სიყვარულით განსაკუთრებით ამაყობდა ვაიმარელი ბუმბერაზი ლიტერატორი. გოეთეს ძვირფასი ღვინოები იტაცებდა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ბავარიაში წარმოებული ფრანკონული ღვინო მოსწონდა. (ავტორი გენია.ჯი) ღვინით შეზარხოზებულ გოეთეს ჩვეულებად ჰქონდა ღრმა ფილოსოფიურ მსჯელობებში შესვლა, რაც დიდ ინტერესს იწვევდა თანამეინახეებში. და მერე როგორ სახელოვან თანამეინახეებში. ცნობილია ისიც, რომ იოჰანი ყოველწლიურად ყიდულობდა 900 ლიტრ თავის საყვარელ ფრანკონულ ღვინოს ბავარიაში. სტატისტიკურად რომ ვიანგარიშოთ, გამოდის რომ გოეთეს სახლში წელიწადში საშუალოდ ყოველდღიურად 2,5 ლიტრა ღვინო ისმებოდა.
გოეთეს, როგორც ღვინისმოყვარულ კარგ მსმელს, სახელი საქვეყნოდ ჰქონდა გავარდნილი. ერთ დღეს მის მშობლიურ ქალაქს „ნისლიანი ალბიონიდან” სტუმარი ეწვია. ბუმბერაზი შესახედაობის მქონე ინგლისელი ჯელტმენის ვაიმარში ჩასვლის მიზანს, რაღა თქმა უნდა, დიდ გერმანელ მოაზროვნესთან შეხვედრა წარმოადგენდა. თუმცა, გოეთეს სხვა სტუმრებისაგან განსხვავებით, მისი მიზანი კარდინალურად განსხვავდებოდა მათგან. ინგლისელ ჯელტმენს სურდა, რომ სუფრაზე ღვინის სმაში გაჯიბრებოდა დიდ გოეთეს. იოჰანმა უცხოელის „თავხედური” გამოწვევა მიიღო. მიიღო და გოეთეს რამდენიმე მეგობართან ერთად, რომლებიც ერთგვარად, არბიტრის ფუნქციითაც იყვნენ აღჭურვილნი, გაჩაღდა დიდი ბრძოლა, შეჯიბრი ღვინის სმაში იოჰანსა და უცხოელს შორის. გოეთე რაც უფრო მეტს სვავდა, მით უფრო მხიარულ გუნებაზე დგებოდა და თავისი ფილოსოფიური დიალოგებით დიდ სიამოვნებას ანიჭებდა თანამეინახეებს. ინგლისელი კი სრულიად საპირისპიროდ იყო: რაც უფრო მეტს სვავდა, მით უფრო დუმდებოდა და დუმდებოდა. საბოლოო ჯამში, ინგლისელი ჯერლტმენი უგონოდ გამოთვრა და სუფრაზევე დაეძინა.
აი, მაშინ კი ამაყად წამოდგა სკამიდან შეზარხოშებული ბუმბერაზი გოეთე, სუფრაზევე ჩაძინებულ სტუმარს ღიმილით დახედა და მეგობრების გასაგონად, მედიდურ ხმაზე საზეიმოდ შესძახა: „ესეც ასე! ახლა, როდესაც უკვე, სათანადოდ გავუმასპინძლდით ამ კეთილშობილ ადამიანს, შეგვიძლია მშვიდად დავიწყოთ ჩვენი ვახშმობა!”. – (ავტორი გენია.ჯი)