სერგეი ტანეევი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი კომპოზიტორისა და პიანისტის – სერგეი ტანეევის (1856-1915 წლები) მიერ დაწერილმა მუსიკალურმა ნაწარმოებებმა განსაკუთრებული პოპულარობა 1900-იან წლებში მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ხშირად მართავდა კონცერტებს, რომელთა დასრულებისას მადლიერი პუბლიკა ხშირად უძღვნიდა ულამაზესი ყვავილების თაიგულებს. თუმცა იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ტანეევი ნამდვილი დაფნისაგან დაწნული გვირგვინებითაც რომ დააჯილდოვეს. წარმატებული საკონცერტო წარმოდგენიდან სახლში დაბრუნებულ კომპოზიტორს, თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებისაგან მიძღვნილი ყვავილების თაიგულები და „დაფნის გვირგვინები” დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და ისინი განსაკუთრებული სიამაყით მიჰქონდა ოჯახში. ცოცხალ ყვავილებს ტანეევის მეუღლე – პელაგეა ჩიჟოვა, ლარნაკებში უჩენდა ბინას. აი, – „დაფნის გვირგვინებს” კი, თავისი მეუღლის შემოქმედების ტრიუმფალური წარმატების სიმბოლოდ რომ იყვნენ ქცეული, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სადმე საპატიო ადგილას კი არ აბინავებდა, არამედ – სამზარეულოში.
რატომ? იმიტომ, რომ ოჯახის დიასახლისი დაფნის ფოთოლს ხშირად იყენებდა ამა თუ იმ კერძის შესაზავებლად. ტანეევმა კარგად უწყოდა რა დანიშნულებითაც გამოიყენებდა მისი მეუღლე თავისი შემოქმედების ტრიუმფალური წარმატების სიმბოლოებს, მაგრამ ამაზე სულაც არ ბრაზობდა. ის კი არა და, როდესაც დაფნის ფოთოლი ტანეევების ოჯახში დალევას იწყებდა, ცოლი ქმარს კონცერტის გამართვას სთხოვდა დაჟინებით. ამის მიზეზად კი პელაგეა ზემოაღნიშნულ გარემოებას, ანუ სამზარეულოში – დაფნის ფოთლების გათავებას ასახელებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
პელაგეა ჩიჟოვა