ეპიზოდი ძველი გერმანული ქრონიკებიდან…
ადამ და ევას ეპოქიდან მოყოლებული, ცოდვის ტრიალით კაცობრიობა ყველა დროში გამორჩეული იყო. და რაც ყველაზე სამწუხაროა, არის ის, რომ ცოდვა ტრიალებდა არა მხოლოდ ერში, არამედ ბერშიაც კი. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად, ძველი გერმანული ქრონიკები, რომლებიც აღსავსეა უამრავი საინტერესო ისტორიული ფაქტებით, ერთ მეტად მრავლისმეტყველ ისტორიაზეც მოგვითხრობს. იმ ისტორიაზე, რომელსაც XIII-XIV საუკუნეების გერმანიაში ჰქონდა ადგილი. აღნიშნულ საუკუნეებში გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის მაგისტრებთან რამდენჯერმე შევიდა ერთი და იგივე „პროფესიის” მქონე ადამიანების საჩივარი. საჩივრის ავტორები ნიურნბერგში „მოღვაწე” როსკიპი ქალები იყვნენ. მათი ჩივილის ობიექტებს, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ადგილობრივ ქალთა მონასტრებში მობინადრე მოლოზონები წარმოადგენდნენ. ნიურნბერგელი მეძავები ჩიოდნენ იმას, რომ „საპროსტიტუციო ბაზარზე” მათ მოლოზონების სახით ძლიერი კონკურენტები გამოუჩნდათ. უჩიოდნენ იმასაც, რომ პროსტიტუციით დაკავებული მოლოზნების რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა. ამიტომ როსკიპი ქალები ქალაქის ხელისუფლებისაგან მოითხოვდნენ, დაუყონებლივ აღეკვეთათ „პროსტიტუციის ბაზარზე” ეგზომ მომრავლებული მოლოზონების „არალეგარული” ქმედებები, რათა მათ „ნორმალური” მუშაობის საშუალების მიცემის გზით – ლუკმა-პური გამოემუშავებინათ თავიანთთვის. – (ავტორი გენია.ჯი)