ლუი XIV დე ბურბონი – „ეპიზოდი”

„მეფეებს ისტორია აფასებს იმ მიწების მიხედვით, რომლებიც მან დაიპყრო, იმ სასახლეების მიხედვით, რომლებიც მან ააგო და იმ ქალბატონების მიხედვით, რომლებიც მას უყვარდა”. – ასეთი ერთმნიშვნელოვანი მოსაზრება გააჩნდა „მეფე-მზედ” წოდებულ საფრანგეთის ქალთმოყვარე მეფეს – ლუი XIV დე ბურბონს (1638-1715 წლები). მეფეს, რომელსაც სასახლის კარზე თავისი ფავორიტი ქალბატონებისაგან ერთგვარი განსაკუთრებული სახელმწიფო ინსტიტუტიც კი ჰქონდა ჩამოყალიბებული. (ავტორი გენია.ჯი) ფრანგი მონარქი მათ შესანახად უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა ამ ფულს იგი წყალში გადაყრილად არასოდეს არ მიიჩნევდა. „იდეალური ქალი ბუნებაში არ მოიპოვება. თუმცა იდეალურთან მიახლოებული ქალი ხელში რომ ჩაიგდო, იდეალური თანხაც უნდა გაიღო ამისთვის. და რაც უფრო მაღალია იდეალი, მით უფრო მაღალი თანხის გაღება გიხდება”. – ასეთი თეორიით ამართლებდა ლუი უზარმაზარი ფულის ფლანგვას თავის ფავორიტ ქალებზე. აქვე უნდა შევნითოთ ისიც, რომ სიყვარულის საკითხს იგი სახელმწიფოებრივადაც უდგებოდა. თუმცა-კი, ეს ძლევამოსილი მონარქი მაინც უფრთხოდა თავისი ფავორიტი ქალბატონების გაბატონებას მის პერსონაზე. „თუკი რომელიმე თქვენგანი შენიშნავთ, რომ ქალი, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩემზე ძალაუფლებას იპოვებს, დაე, უმალვე გამაფრთხილეთ. ჩემთვის სულ რაღაც 24 საათია საჭირო იმისათვის, რომ მისგან საბოლოოდ განვთავისუფლდე”. – ამ სიტყვით მიმართა ერთ დღეს ლუი მეთოთხმეტემ თავის ერთგულ ქვეშევრდომებს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>