ირვინ შოუ წერდა…
„ნდობას, რომელიც ყველა ამერიკელის ეროვნულ თვისებად ითვლება, კომერსანტები სარფიანად იყენებენ. ისინი მოტყუებით ან მუქარით გვახვევენ თავს თავიანთ საქონელს, მიუხედავად იმისა, სასარგებლოა იგი ჩვენთვის, გვესაჭიროება თუ პირიქით – საშიშია. სიცილით გვხოცავენ, წვნიანის კონცენტრატები რომ გვაყიდინონ, გვაშინებენ, საუზმისათვის ჯემი რომ შემოგვაჩეჩონ, „ჰამლეტიდან” ციტატებს გვიკითხავენ და ავტომობილებს გვთავაზობენ, რა სისულელეს აღარ ჩმახავენ, სასაქმებელი რომ შევიძინოთ… ამერიკული ეკონომიკა – ეს კოჭის გაგორების შულელური ფანდია. კანონებიც ისეა მოგონილი, რომ მდიდრებს მხოლოდ შვიდიანები მოუვიდეთ, დანარჩენებს კი – მარტო ორიანები”. – (ავტორი გენია.ჯი)