მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”
ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აღორძინების ეპოქაში სახვითი ხელოვნება (და ზოგადად, ხელოვნება) ჯერ კიდევ არ იყო სათანადო დონეზე დაფასებული. და რადგანაც იმ პერიოდში მხატვრები სოციალური სტატუსით გათანაბრებული იყვნენ ხელოსნებთან, მეწაღეებთან და თერძებთან, წარჩინებული გვარის წარმომავლობის მქონე დიდებულები მხატვრობას სამარცხვინო საქმიანობად მიიჩნევდნენ და შესაბამისად, თავად თითქმის არასოდეს კავდებოდნენ ხელოვნების ამ უმშვენიერესი დარგით. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ კატეგორიის ადამიანს განეკუთვნებოდა გენიალური მიქელანჯელო ბუონაროტის სიამაყით აღსავსე მამა, ფლორენციელი დიდებული და ქალაქ კაპრეზეს მერი – ლუდოვიკო ბუონაროტი. თავის მხრივ, მიქელანჯელოს ბაბუაც ერთობ წარმატებული და მდიდარი ბანკირი იყო თავის დროზე. ამიტომაც იყო ცნობილი ბოუნაროტების ოჯახი საქვეყნოდ. მიუხედავად დიდი გავლენებისა, ლუდოვიკო თავის მეღლესთან – ფრანჩესკასთან ერთად მაინც მოკრძალებულად ცხოვრობდა. თუმცა მასში აშკარად მოჭარბებული იყო (როროგრც კომუნისტები იტყოდნენ ხოლმე) დიდებულებისათვის დამახასიათებელი „ცისფერი სისხლი”, რის გამოც იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო მიქელანჯელო ხელოვნებით დაკავებულიყო და თავი თერძებისა და მეწაღეებისათვის გაეტოლებინა. ის რომ, ლუდოვიკოს ვაჟი ხელოვნებით დაკავდებოდა, ამის ნიშნები მიქელანჯელოს პატარაობაშივე გამოჩნდა. თუმცა, სადაც კი შენიშნავდა მას ხატვის პროცესში, უმალვე ხელით უსწორდებოდა როგორც მამა, ასევე ბიძაც. ლუდოვიკო ამბობდა, რომ თუკი მისი ვაჟი მხატვრობას გადაწყვეტდა, ამით იგი სამარადჟამოდ შეარცხვენდა ბუონაროტების წარჩინებულ ოჯახს. მიუხედავად ამისა, ბოლოს და ბოლოს ლუდოვიკო მაინც გახდა იძულებული, თავისი ვაჟი ლეგენდად ქცეული ფლორენციელი მხატვრის – დომენიკო გირლანდაიოს სახელოსნოში მიევლინა სასწავლებლად. შედეგად, მიქელანჯელო იქცა იმ ლეგენდად ქცეული დომენიკო გირლანდაიოს მოწაფედ, რომელმაც მალევე აღიარა გულწრფელად თავისი შეგირდის უპირატესობა სახელოვან მასწავლებელზე. – (ავტორი გენია.ჯი)