მარგარიტა დე ვალუა – „ეპიზოდი”

საფრანგეთისა და ნავარის საყოველთაოდ ცნობილი დედოფლის – მარგარიტა დე ვალუას (1553-1615 წლები) ბიოგრაფია უამრავი საინტერესო და ამორალური ფაქტით არის გაჯერებული. ეკატერინე მედიჩისა და ანრი II უმცროს ქალიშვილს, სახელით – „მარგო”, ერთადერთი ადამიანი, მარგარიტას უფროსი ძმა, საფრანგეთის მეფე – შარლ IX მიმართავდა. (ავტორი გენია.ჯი) სხვა დანარჩენებისათვის კი იგი – პრინცესა მარგარიტა იყო. „დედოფალი მარგო” – ამ აღვირახსნილ, თუმცა-კი ინტელექტუალ ქალს, გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის გასვლის შემდეგ, გენიალური ფრანგი მწერლის – ალექსანდრე დიუმას წყალობით უწოდეს. ინტიმური ვნების მორევში პრინცესა ძალიან, ძალიან ადრეულ ასაკში გადაეშვა. მისი „რომანტიკული თავგადასავლების” შესახებ ხალხში ლეგენდები დადიოდა. და ეს მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ სრულიად პატარა იყო ამისთვის. საყვარლების ხშირი ცვლა ამ პატარა გოგონას დედისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ეკატერინე მედიჩიმ არაერთხელ სცემა კიდეც უმოწყალოდ თავისი გათახსირებული ქმედებების გამო მარგარიტა, თუმცა – ამაოდ… არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პრინცესა სქესობრივი აქტით პირველად ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში დაკავდა. კიდევ უფრო გამაოგნებელია ის, რომ 16 წლის ასაკში მყოფ მარგარიტას ყველა თავის ღვიძლ ძმასთან უკვე მოსწრებული ჰქონდა სარეცელის გაყოფა. საყურადღებოა ისიც, რომ ანრი IV სულაც არ აღუშფოთებია იმ გარემოებას, რომ მარგარიტასთან ქორწინების ჟამს დედოფალი ქალწული არ იყო.

ამ უმშვენიერესმა დედოფალმა ისე განვლო თავისი ცხოვრების 62 წლიანი გზა, რომ არც ერთი მამაკაცის ერთგულებით არ გამოუჩენია არასდროს თავი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>