მარკ შაგალი – „ეპიზოდი”

„არც მეფის რუსეთში ვჭირდებოდი და არც საბჭოთა რუსეთში ვჭირდები ვინმეს. ჩემი არ ესმით. მე აქ უცხოდ ვგრძნობ თავს. სამაგიეროდ, რემბრანდტს ზუსტად ესმის ჩემი”. – ეს სიტყვები ეკუთვნის ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ბელორუს მხატვარსა და გრაფიკოსს – მარკ შაგალს (1887-1985 წლები). თავდაპირველად მისი არც ოჯახის წევრებს ესმოდათ. ის კი არა და, უკიდურეს სიდუხჭირეში მაცხოვრებელი ხელოვანის შემოქმედების მიმართ იმდენად აგდებული დამოკიდებულება გააჩნდათ შაგალის ღვიძლ დებს – ანიუტასა და მარიასინკას, რომ ისინი ხშირად, თავიანთი ძმის მიერ დახატულ ტილოებს ახლად მოწმენდილი იატაკის მოსამშრალებლად იყენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საბედნიეროდ, შაგალი გაცილებით მეტს ქმნიდა, ვიდრე კარგავდა.

ახალგაზრდულ წლებში შაგალი თვალებისა და ლოყების შესაფაკლად, რუმიანის დეკორატიულ კოსმეტიკას იყენებდა. ამის შესახებ კარგად უწყოდა მისმა სასიდედრომ, რომლისათვისაც ეს კიდევ ერთი არგუმენტი იყო იმისთვის, რომ თავის ქალიშვილს – ბელა როზენფელდს ექსცენტრიულ საქმროსთან ქორწინებაზე უარი ეთქვა. „ეს როგორი საქმროაო?” – უკვირდა მას. და მართლაც, ხელოვანს ხშირად რომ ახასიათებდა მეტად უცნაური და ექსცენტრიული გამოხდომები. ასე მაგალითად: შაგალს, რომელიც ცდილობდა, რომ ნამდვილ ბოჰემურ მხატვრად წარმოჩენილიყო საზოგადოების თვალში, თავის სახელოსნოში არაერთხელ უმუშავია სრულიად შიშველს მუსიკის ფონზე. მუსიკა კი მას ძალიან, ძალიან უყვარდა. მუშაობის პროცესში მხატვარი მოცარტის შემოქმედებით ტკბობას ანიჭებდა უპირატესობას.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ ვიტებსკელებმა ესოდენ სახელოვანი თანამოქალაქის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს ინფორმაცია, როდესაც ამ გენიალური მხატვრის ნეკროლოგს გაეცნენ გაზეთ – „იზვესტიაში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>