წიგნები – „ეპიზოდი”
„წიგნი ყოველთვის ჩემი მრჩეველი იყო”. – ამბობდა ჟორჟ სანდი; „წიგნების ყიდვა შესანიშნავი იდეა იქნებოდა, რომ იყოს შესაძლებლობა – იყიდო დრო, მათ წასაკითხადო”, – წერდა არტურ შოპენჰაუერი; „წიგნების კოლექცია – იგივე უნივერსიტეტიაო”, – შენიშნავდა ტომას კარლეილი… თუმცა ასე სულაც არ ფიქრობდნენ XIX საუკუნეში მოღვაწე მედიკოსები, რომელთათვისაც წიგნი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, „ბავშვების მტრად” განიხილებოდა. „წიგნის კითხვა – მავნებელია. აფუჭებს – მხედველობას, იწვევს – უძილობას, საჭმლის მონელება ხდება ნელი და მძიმე. გარდა ამისა, წიგნების კითხვამ შესაძლოა ადამიანში გამოიწვიოს მელანქოლია და დამართოს მას ნერვული შეტევები. ის რომ, საერთოდ არ წავიკითხოთ წიგნი – არ შეიძლება, თუმცა კარგად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რა წიგნს ვთავაზობთ ბავშვს წასაკითხად. მაგალითად, არ ღირს ბავშვებს ხელში ჩაუვარდეთ ალექსანდრე დიუმასა და გაბრიელა საბატინის ნაწარმოებები, რომლებშიაც მთავრი გმირები ლოთობას ეძლევიან და დანაშაულს სჩადიან”. – აი, სწორედ ასეთი რეკომენდაციით მიმართავდა ევროპელი მედიკოსების დიდი ნაწილი მსობლებს.
P.S. XX საუკუნეში წიგნის წაკითხვის მიმართ დამოკიდებულება კარდინალურად იქნა შეცვლილი, მაგრამ რჩებოდა კიდევ რამდენიმე საკითხი, რაც კითხვის პროცესს უკავშირდებოდა. ასე მაგალითად, XX საუკუნის დასაწყისში, რიგ ევროპულ ქვეყნებში წამოწოლილი კითხვა კარგ ტონად არ მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი)