იმრე კალმანი – „ეპიზოდი”

ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი უნგრელი კომპოზიტორი – იმრე კალმანი (1882-1953 წლები) ერთობ რთული ხასიათის მქონე ხელოვანი იყო. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ამ პირქუშ მუსიკოსს არ უყვარდა ცეკვა და ყოველ ჯერზე, როცა კი მის სახლში მეჯლისი იმართებოდა, იგი თავის მეგობართან – ერიხ მარია რემარკთან ერთად ამჯობინებდა სამზარეულოში განმარტოებას და იწყებდა ბჭობას ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხზე. (ავტორი გენია.ჯი) გარდა რამდენიმე ტაქსას სახეობის ძაღლისა, კალმანის სახლში სტუმრების ყურადღებას იქცევდა საათების უნიკალური კოლექცია. თავად კალმანი რამდენიმე საათს ატარებდა ერთდროულად: ქურთუკის ჯიბეში სხვა საათი ედო, პიჯაკის ჯიბესა და პორტმანში კი სხვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპოზიტორს ამ დროს ყოველთვის ეკეთა ხელზე მაჯის საათიც. შესაბამისად, კალმანი ხშირად თან რამდენიმე საათს დაატარებდა.

ცნობილია ისიც, რომ მის სამუშაო კაბინეტში განთავსებულ საწერ მაგიდაზე დადებული იყო მასიური ხისგან დამზადებული ყუთი. მასში მუსიკოსს იმ თავწამახვილებული ფანქრის ნარჩენები ჰქონდა ჩაწყობილი, რომლებითაც ოდესღაც თავისი პოპულარული ოპერეტები დაწერა. გარდა ამისა, იმრე დიდი ცრუმორწმუნე კაციც გახლდათ. ყველაზე მეტად მას პარასკევი დღე და ციფრი – 13 აშინებდა. მიუხედავად ყოველივე ამისა, იმრე კალმანი მაინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში, რადგან მის მუსიკას მათთის დიდი ესთეტიური სიამოვნება მოჰქონდა. მრავლისმეტყველია ისიც, რომ გერმანელი ფაშისტების მიერ ალყაშემორტყმულ საბჭოთა ლენინგრადში ყველაზე ხშირად ებრაული წარმომავლობის მქონე უნგრელი კომპოზიტორის – იმრე კალმანის მიერ დაწერილი მუსიკა გაისმოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>