ჰანს კრისტიან ანდერსენი – „ეპიზოდი”
„ჩემს ზღაპრებში ძალიან დიდი, შეიძლება ითქვას, რომ გადაჭარბებული ფასის გადახდაც კი მომიხდა. მათ გამო მე უარი ვთქვი პირად ბედნიერებაზე და ხელიდან გავუშვი ის დრო, როდესაც წარმოსხვას გზა უნდა დაეთმო რეალობისათვის”. – ეს მრავლისმეტყველი სიტყვები სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს წარმოთქვა დიდმა დანიელმა მეზღაპრემ – ჰანს კრისტიან ანდერსენმა (1805-1875 წლები). მაღალი, სუსტი, პატარა – თვალები და მოგრძო, დიდი – ცხვირი, გრძელი ხელები გრძელ თითებთან კონტრასტში ერთობ უასიამოვნო გარეგნობის მქონედ აქცევდა დანიელ მეზღაპრეს. (ავტორი გენია.ჯი) დედისაგან განსხვავებით, რომელიც პატარაობაშივე აიძულეს მშობლებმა ქუჩაში მოწყალების თხოვნით ეშოვა ლუკმა-პური, კრისტიანს ბედნიერი ბავშვობა ხვდა წილად. ბოლოს და ბოლოს, მას თავისი ჭერი გააჩნდა. მიუხედავად მდიდარი ფანტაზიის უნარის ქონისა, ანდერსენი სწავლისადმი მიდრეკილი აბსოლუტურად არ ყოფილა. სკოლაში მისი უვიცობა ხშირად იქამდეც კი მიდიოდა, რომ წყობილებიდან გამოსული მასწავლებელი თავის პატარა უნიჭო მოსწავლეს ხელის თეთებზე სახაზავით სცემდა. ყველაფერი ყველაფერი, მაგრამ მან მაინც ვერაფრით ვერ ისწავლა გრამატიკული შეცდომების გარეშე წინადადების დაწერა.
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ანდერსენს ერთი ფრიად უჩვეულო თვისება დასჩემდა. იგი ხშირი სტუმარი გახდა ისეთი დაწესებულებებისა, როგორებიც გახლავთ – საროსკიპოები. დანიელი მეზღაპრე საათობით რჩებოდა ბორდელებში მხოლოდ იმ მიზნით, რომ შიშველ მეძავებთან ხანგრძლივი დიალოგები გაება. საყურადღებოა, რომ დიალოგების იქით საქმე არასოდეს წასულა. საროსკიპოებიდან გამოსული მეზღაპრე თავის მეგობრებს ამაყად უცხადებდა: „ – მე ისევ და ისევ უბიწო ვარ, თუმცა-კი ჩემი სისხლი უწინდებურად დუღს…” ყოველივე ამის ფონზე ანდერსენის მეგობრებს ძალიან უკვირდათ, თუ როგორ შეინარჩუნა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ჰანსმა თავისი უბიწოება. – (ავტორი გენია.ჯი)