იოანე ოქროპირის შესახებ…
ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი კონსტანტინოპოლის პატრიარქის – იოანე ოქროპირის (349-407 წლები) მიმართ თავის სიძულვილს ვერ მალავდა ბიზანტიის პირველი იმპერატორის – არკადიუსის მეუღლე, დედოფალი – ევდოქსია. ეს ის პერიოდია, როდესაც ბიზანტიური ეკლესიის წიაღში მღვდლის ანაფორას შეფარებული უამრავი ქვაბ-ავაზაკი ბუდობდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, ქრისტეს მოყვარული პატრიარქის წინააღმდეგ „ცოდვებით აღსავსე” ევდოქსიას რიგი მღვდელმთავრების გამოყვანა არ გასჭირვებია. პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სათავეში ბიზანტიის ინტრიგანი დედოფალი იოანეს მოძულე მღვდელმთავრებთან ერთად ჩაუდგა. ისინი ქრისტიანული ეკლესიის ამ უდიდესი მოღვაწის შესახებ საშინელ ჭორებს ავრცელებდნენ ხალხში. საბრალდებო დასკვნა, რომელიც წარმოუდგენელი სიძულვილით იქნა მათ მიერ შეთხზული, პატრიარქს 29 პუნქტიან ბრალდებას უყენებდა. სხვა ბრალდებებთან ერთად, იოანე ოქროპირს ცრუ ბრალად წაუყენეს საეკლესიო ჩვეულებებისა და ზნეობრივი ნორმების დარღვევა, პიროვნებისადმი გამოჩენილი ძალადობა და სასტიკი მოპყრობა და საეკლესიო ადგილთა დაპყრობა-მითვისება. ფაქტობრივად, ღვთის უმწიკვლო მსახურს სწორედ ის ცოდვები ბრალდებოდა, რომლებსაც თავად ასე გამეტებით ებრძოდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ, როდესაც პატრიარქს სრულიად უსამართლოდ განიკითხავდნენ უგუნურნი, ისინი სიძულვილით იმდენად იყვნენ დაბრმავებულნი, რომ არად დაგიდევდნენ იოანე ოქროპირის პიროვნულ ღირსებებს. „სიმდიდრე ჩემთვის სიღატაკეზე მეტი არ არის”; „დავცინი პატივს”; „ამქვეყნად არაფერი მომიტანია და ვერაფერს წავიღებ”. – სინამდვილეში ამას არა მხოლოდ ამბიონიდან ქადაგებდა პატრიარქი, არამედ ასე ცხოვრობდა კიდეც.
განსაკუთრებული გულისტკივილი პატრიარქს მაინც ერთმა ბრალდებამ მოჰგვარა. თქვენ წარმოიდგინეთ, ქრისტიანული ეკლესიის ამ უდიდეს წმინდანს ევდოქსიამ და მისმა მოძულე მღვდელმთავრებმა – სიძვაშიც კი დასდეს ბრალი. ისინი ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს პატრიარქი ფარულად ხვდებოდა სუსტი ნებისყოფის მქონე დედაკაცებს და მათთან განცხრომას ეძლეოდა. სწორედ ამ სულისშემძვრელმა და გამაოგნებელმა ბრალმა აწინასწარმეტყელებინა იოანეს – „მსხვერპლი ვხდები… ჩემი დაკვლის დრო ახლოვდებაო”.
სამწუხაროდ, პატრიარქის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანია წმინდანი მოღვაწის მტრებმა წარმატებით დააგვირგვინეს და იგი იძულებით გადასახლებაში გაუშვეს. გადასახლებიდან ასკეტური ცხოვრების წესის მიმდევარმა იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ მეგობარ ეპისკოპოსს – კირიაკს მეტად მრავლისმეტყველი წერილი გაუგზავნა, რომელშიაც ვკითხულობთ: „გაკადნიერდნენ და სიძვაში დამდეს ბრალი, უბედურნი! რომ შემეძლოს, ხალხს ჩემი სუსტი ფიზიკური აღნაგობა ვაჩვენო, ესეც საკმარისი იქნებოდა ჩემს გასამართლებლად. სიკვდილმა სიცოცხლეშივე მომწყლა და სხეული, რომელსაც მივათრევ, სხვა არაფერია, თუ არა გვამი”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. „ბინძური ხელები შორს – ჩვენი პატრიარქისგან!!!” – (ავტორი გენია.ჯი)
იოანე ოქროპირი და დედოფალი ევდოქსია