კლოდ მონეს ბიოგრაფიიდან…
ფრანგული იმპრესიონიზმის ფუძემდებელი – კლოდ მონე (1840-1926 წლები), მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლოვაში იყო თავდავიწყებით შეყვარებული მის პირველ მეუღლეზე, წვრილი ლიონელი ბურჟუას ულამაზეს ქალიშვილზე – კამილა დონსიეზე. (ავტორი გენია.ჯი) ფერმწერი ხშირად გამოსახავდა შედევრ-ტილოებზე კამილას, რითაც როგორც შემდგომში გაირკვა, სამარადჟამოდ უკვდავყოფდა მის სახესა და სახელს. მონეების ოჯახის იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან კლოდის საყვარელი ქალი მენჯის ძვლის კიბოს საშინელი სენით დაავადდა. მონემ თავისი დანაზოგის დიდი ნაწილი კამილას განსაკურნებლად გამოიყენა, თუმცა იმ ავადსახსენებელი დაავადებისაგან იგი მაინც ვერ იხსნა. საწოლში ჩავარდნილ ქალს დახმარებას მეზობლის ის ქალი უწევდა, ვინაც შემდგომში თავისი ქმრის ცოლად იქცა. მისი სახელი გახლდათ – ალისა გოშედე.
მეუღლის გარდაცვალებამ მხატვარი უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. თუმცა-კი უნდა აღინიშნოს, რომ მან კამილას გარდაცვალებამდე კიდევ ერთხელ მოასწრო და ამჯერად უკანასკნელად, მომაკვდავი ქალის ტილოზე აღბეჭდვა (ქვემოთ განთავსებული სურათი).
დროთა განმავლობაში მონეს ცხოვრება კვლავაც ძველებურ რიტმს დაუბრუნდა. დაუბრუნდა და იქორწინა კიდეც 6 შვილის დედაზე – ალისა გოშედეზე, რომელმაც მხატვართან ქორწინებას დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწია. (ავტორი გენია.ჯი) წყვილმა მთელი 20 წლის განმავლობაში თანაიცხოვრა ერთად და ყველა ეს წლები ქალი საშინლად ეჭვიანობდა ქმრის აწგარდაცვლილ მეუღლეზე. იგი ეჭვობდა, რომ მონეს მასზე მეტად თავისი პირველი ცოლი უყვარდა, რაც არ იყო სიმართლისაგან შორს. თუმცა, ალისა იმდენად მიზანმიმართული ქალი იყო, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მართლაც მიაღწია თავისას: კლოდ მონე მასთან თანდასწრებით აღარასოდეს ახსენებდა ადრეულ ასაკში გარდაცვლილ თავის პირველ მეუღლეს. ის კი არა და, ალისამ ხელოვანს მისი საფლავიც კი მიატოვებინა. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა დიდ ხნის განმავლობაში. მონეს თავისი წარსული ცოლმა მეხსიერებიდან შეძლებისდაგვარად კი წააშლევინა, მაგრამ არ დაკარგულა კამილას ის მრავალრიცხოვანი პორტრეტები, რომლებზედაც მისი გამოსახულებები იყო დატანილი. ზოგმა მათგანმა სახელგანთქმულ მუზეუმებში, ზოგმაც კი კერძო კოლექციებში დაიდო ბინა. აი, რაც შეეხება ალისას პორტრეტს, მხატვარს იგი არც ერთხელ არ დაუხატავს თავიანთი 20 წლიანი თანაცხოვრების განმავოლობაში, რაც ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
კლოდ მონემ ალისაზე და ყველა მის შვილზე დიდხანს იცოცხლა. 1926 წლის 5 დეკემბერს, 89 წლის ასაკში კი დიდი მხატვარიც აღესრულა. ხელოვანის გარდაცვალების მიზეზად მედიკოსებმა ფილტვების კიბო დაასახელეს.
ფრანგული იმპრესიონიზმის ფუძემდებლის დაკრძალვა მისი ანდერძისამებრ, ერთობ მოკრძალებული სამგლოვიარო ცერემონიის თანხლებით გაიმართა. მონეს დაკრძალვას მხოლოდ მხატვრის ახლობელი ადამიანები დაესწრნენ. ერთ-ერთი იმათგანი მათ შორის, ვინაც კლოდ მონე უკანასკნელ გზაზე გააცილა, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მხატვრის დიდი მეგობარი – ჟორჟ კლემანსო იყო. მან შესანიშნავად უწყოდა, რომ მონეს საშინლად სძულდა შავი ფერი. „ – არავითარი შავი ფერი მონესათვის! შავი – ეს ფერი არაა!” – განაცხადა კლემანსომ და მან საკუთარ თავს უფლება მისცა გარდაცვილილი მეგობრის სასახლეზე გლოვის ნიშნად გადაფარებული შავი ფერის მქონე ნაჭერი ჭრელი, ყვავილებიანი ნაჭერით ჩაენაცვლებინა. – (ავტორი გენია.ჯი)
კლოდ მონე და ალისა გოშედე