ლეოპოლდო ლუგონესი
ლეოპოლდო ლუგონესი - დაიბადა 1874 წლის 13 ივნისს არგენტინის ქალაქ კორდობაში.იგი გახლდათ გამოჩენილი არგენტინელი პოეტი,მწერალი და ჟურნალისტი,ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ლათინოამერიკული ლიტერატურული მოდერნიზმისა.ახალგაზრდულ ასაკში მას იტაცებდა სოციალისტური და ანარქისტული შეხედულებები,რის შედეგადაც ხდება არგენტინული ბურჟუაზიის პოეტი ,რომელსაც სურვილი გააჩნდა შეერთებოდა ევროპული კულტურის მიღწევებს. (ავტორი გენია.ჯი) ნიკარაგუელ პოეტ რუბენ დარიოსთან ერთად,რომელთანაც მას მეგობრობა აკავშირდებდა,იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლათინოამერიკულ პოეტად და ლათინოამერიკული პოეზიის მოდერნისტად.თავისი პირველი ლექსების კრებული “ოქროს მთები” გამოაქვეყნა 1897 წელს და იმთავითვე დიდი მოწონების საგნად იქცა მისი პოეზია.მას იტაცებდა ისეთი დიდი ევროპელი ხელოვანების შემოქმედება,როგორებიც იყვნენ: შარლ ბოდლერი,ედგარ ალან პო,შარლ მარი რენე ლეკონტ დე ლილი და სხვები,ამათანავე იგი ამ ხელოვანების მიმდევრად მიჩნევდა თავს.1910 წელს აქვეყნებს ლექსების კრებულს “საუკუნის ოდები”,სადაც ხოტბას ასხამს არგენტინული ბურჟუაზიის ისტორიას.მის მიერ დაწერილი კრებულების სახელწოდებებია: “მთვარის სიმღერები”,”რიო-სეკოს რომანსები” და სხვა კრებულები.ამასთანავე იგი ავტორია თხზულებებისა: “ცეცხლოვანი წვიმა” და სხვა. (ავტორი გენია.ჯი) ლეოპოლდოს სიცოცხლის ბოლოს სერიოზული სტრესის გადატანა მოუწია,რამაც იგი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.1938 წლის 18 თებერვალს,”ციანიდის” დოზის მიღების შედეგად სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.მის საპატივცემულოდ და იმის აღსანიშნავად,რომ ლეოპოლდო ლუგონესი ერთ-ერთი უდიდესი პოეტი გახლდათ,მშობლიურ ქალაქ კორდობაში მისი სახელი ერთ-ერთ ქუჩას უწოდეს,ხოლო მისი სახელი სამარადჟამოდ “ოქროს ასოებით” ჩაეწერა არგენტინული ლიტერატურული ხელოვნების მატეანეში. (ავტორი გენია.ჯი)