აჰმედ ბენ იაჰია ჰამიდადინის შესახებ…
არაბეთის ნახევარკუნძულზე, თანამედროვე იემენის ტერიტორიაზე 1918-1962 წლებში – იემენის მუტავაკილიური სამეფო ფუნქციონირებდა, რომელსაც 1948-1962 წლებში დიქტატორული მეთოდებით მართვადა ოდიოზური თვისებებით განთქმული მეფე – აჰმედ ბენ იაჰია ჰამიდადინი. (ავტორი გენია.ჯი) მისი მმართველობის ჟამს იემენში არ არსებობდა არც ნორმალური გზები, არც რადიო, არც გაზეთი, არც ტელევიზია. (ავტორი გენია.ჯი) ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, იემენის სამეფოს არაფერი გააჩნდა ისეთი, რაც ამ ქვეყანას ცივილიზაციის მცირეოდენ ნიშანწყალს მაინც შესძენდა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნულ სახელმწიფოში ერთადერთი ტელეფონი ფუნქციონირებდა და რაღა თქმა უნდა, ისიც მეფის პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ერთადერთი „გასართობი” ხალხისთვის, რაოდენ ამაზრზენადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, დამნაშავეების საჯაროდ დასჯა იყო. მათ შორის სიკვდილით დასჯა თავის მოკვეთის შუა საუკუნეობრივი მეთოდით.
ამ ექსცენტრიულ პერსონას მრავალი უცნაური თვისება ახასიათებდა. ასე მაგალითად: ეროვნულ ტანისამოსში მოსილი აჰმედი, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით ტანსაცმელზე ჯავშანჟილეტი ჰქონდა შემორტყმული, ხშირად გადაადგილდებოდა „ლენდროვერის” მარკის ყველგანმავალი ავტომობილით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს იემენელი მონარქი თანამემამულეებს მაგნიტოფონის მეშვეობით შემდეგი სახის ჩანაწერს ასმენინებდა: „ყური უგდეთ იმამ აჰმედ ბენ იაჰიას, იგი ჩემი მოციქულია დედამიწაზე”. ყოველივე ამის შემდგომ კი ჰამიდადინი მოსახლეობას უწყებდა მტკიცებას იმისას, რომ ეს თვით – ალაჰის ხმის ჩანაწერი იყო.
იემენის სამეფოს მოსახლეობა, თავისი ხელისუფლების მიერ წარმოებული საშინელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გამო მოკლებული იყო ყოველგვარ ცივილიზაციას. სამეფო იზოლირებული გახლდათ ყველა სხვა სახელმწიფოსაგან, რაც დიდად უწყობდა ხელს იემენელი ხალხის ინტელექტუალურ ჩამორჩენას. შედეგად, მათთვის ყოველივე ახალი ძალიან დიდ გაკვირვებასა და აღტაცებას იწვევდა. ამით კარგად სარგებლობდა სხვა თანამემამულეებზე უფრო „ცივილიზებული” და „განათლებული” აჰმედი. იგი თავის ბრონირებულ ავტომობილს ხალხის საჩვენებლად ესროდა რევოლვერიდან ტყვიებს და, როდესაც ტყვიით დაცხრილული მანქანის მინები არ ზიანდებოდა, ეს ხალხს უკიდურესად აოგნებდა. ამას ისინი ზებუნებრივ ძალებს მიაწერდნენ და ჰამიდადინს მართლაც რომ ალაჰის მოციქულად მიიჩნევდნენ. გარდა ამისა, მეფის სამუშაო კაბინეტში დავანებული იყო რამდენიმე სპორტული პისტოლეტი. იმისათვის რომ თავისი „ღვთაებრივი წარმომავლობა” დაემტკიცებინა უვიცი ქვეშევრდომებისათვის, მათ თვალწინ აჰმედი სპორტულ პისტოლეტს საფეთქელზე იდებდა და გასროლას ანხორციელებდა. სპორტული პისტოლეტი, რაღა თქმა უნდა, ვერანაირ დაზიანებას ვერ აყენებდა მონარქს, სამაგიეროდ, უკიდურესად ანცვიფრებდა მეფის გაუბედურებულ მსახურებს, რომლებიც კიდევ უფრო რწმუნდებოდნენ თავიანთი მეფის „ღვთაბერივ წარმომავლობაში”. აკი მას – ტყვიაც კი არ ეკარებოდა… ტყუილს რომ მოკლე ფეხი აქვს, აჰმედის შემთხვევაშიც დადასტურდა: 1961 წლის მარტში ჰამიდადინი სწორედ რომ ტყვიით იქნა სასიკვდილოდ დაჭრილი. – (ავტორი გენია.ჯი)
იემენის მუტავაკილიური სამეფოს დროშა და გერბი