ხოსე რაულ კაპაბლანკა – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი პრესკონფერენციის მიმდინარეობისას ჟურნალისტმა ჭადრაკში რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონს – ხოსე რაულ კაპაბლანკას (1888-1942 წლები) ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი დაქორწინებას აპირებდა სახელგანთქმული ამერიკელი ბიზნესმენის, „ფორდის ავტოკომპანიის” ფუძემდებლის – ჰენრი ფორდის ქალიშვილზე. (ავტორი გენია.ჯი) ჟურნალისტის შეკითხვამ გენიალურ მოჭადრაკეს სახეზე გულწრფელი ღიმილი მოჰგვარა. დასმულ შეკითხვას კი იუმორით აღსავსე პასუხი გასცა: „დიახ, მე დანამდვილებით ვაპირებდი გავმხდარიყავი ჰენრი ფორდის სიძე, თუმცა ჩემდა სამწუხაროდ, მილიარდერმა იმედები გამიცრუა: მან ამ ქვეყნად მხოლოდ ერთადერთი შვილი მოავლინა და ისიც ვაჟი”. – (ავტორი გენია.ჯი)