მიხეილ ჩულაკი – „ეპიზოდი”

კომუნისტების მმართველობის ჟამს მოსკოვის „დიდ თეატრს” ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ცნობილი რუსი კომპოზიტორი და რუსეთის სახალხო არტისტი – მიხეილ ჩულაკი (1908-1989 წლები). თავისი სამსახურიდან გამომდინარე, მუსიკოსს ხშირი ურთიერთობა უხდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა თეატრების დირექტორებთან და ბევრ მათგანთან დროთა განმავლობაში ახლო ურთიერთობაც ჩამოუყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ დღეს ჩულაკი მილანში განთავსენული მსოფლიოში სახელგანთქმული საოპერო თეატრის – „ლა სკალა”-ს დირექტორთან შევიდა დიალოგში. ერთ-ერთ თემად საუბრისა იქცა ის, თუ რა მეთოდით ნიშნავდნენ და ანთავისუფლებდნენ სამსახურიდან ამა თუ იმ თეატრის ხელმძღვანელს. საუბრის ბოლოს სიტყვა იტალიური და საბჭოთა თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნაზეც ჩამოვარდა.

„ – მე მუნიციპალიტეტში მიბარებენ ხოლმე, – წარმოთქვა „ლა სკალას” იტალიელმა დირექტორმა, – მაცნობენ პირობებს და თანხმობის შემთხვევაში – კონტრაქტს მიდებენ. ნუთუ თქვენთან, საბჭოთა კავშირში ასე არ ხდება?

- რას ამბობთ, ამხანაგო, – უპასუხა ჩულაკმა, – მანამ, სანამ ჩემს სამუშაო კაბინეტში შევალ, მის კარზე ფრთხილად ვაკაკუნებ. თუ შიგნიდან არავინ გამცა ხმა, შევდივარ მასში და ჩვეულებისამებრ ვიწყებ მუშაობას. ხოლო თუ ხმა გამცა ვინმემ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მე უკვე განთავისუფლებული ვარ სამსახურიდან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>