დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ანტიკურ ხანაში, თანამედროვე ირანის დასავლეთით განთავსებული იყო – მიდიის საყოველთაოდ ცნობილი სამეფო. იმ ეპოქაში მიდიელები, ეს ირანული წარმომავლობის მქონე ხალხი, რელიგიური თვალსაზრისით – ზოროასტრიზმის მიმდევრები იყვნენ. ისინი, ისევე როგორც სხვა ხალხები, აგებდნენ ტაძრებს, რომელშიაც შემდგომ მუდმივად ენთო საღვთო ცეცხლი. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ტაძრებში მიდიელი მოგვები ცეცხლს გლოვის ნიშნად დროებით აქრობდნენ, დაიშვებოდა მხოლოდ მაშინ, როცა მეფე გარდაეცვლებოდათ. თუმცა ისტორიას ახსოვს ერთი ისეთი შემთხვევაც (დაფიქსირებული ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში), როდესაც მიდიელმა მოგვებმა ტაძრებში „საღვთო ცეცხლი” თავიანთი მეფის კი არა, არამედ სამეფო ტიტულის არმქონე „უცხოელის” გარდაცვალების გამო ჩააქრეს გლოვის ნიშნად. დაასახელეთ, ვინ იყო ის პერსონა, ვის გამოც ჩააქრა მიდიურ ტაძრებში „საღვთო ცეცხლი”?! – (ავტორი გენია.ჯი)